11.აპრილი.2016 17:06
ეკონომიკა

"ონლაინ თამაშები მთლიანად უნდა აიკრძალოს ან ე.წ. Face Control დაწესდეს"

"ონლაინ თამაშები მთლიანად უნდა აიკრძალოს ან ე.წ. Face Control დაწესდეს"
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრის თემურ მაისურაძის აზრით, ინტერნეტ კაზინოების მომხმარებლებისთვის ე.წ Face control-ის სისტემა უნდა დაწესდეს.
 
როგორც მაისურაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, პარლამენტი მთავრობიდან ელოდება კანონპროექტს, რომელმაც ინტერნეტ კაზინოების მომხმარებლებისთვის რეგულაციები უნდა დააწესოს.

"ვფიქრობ, რომ სერიოზული რეგულაციაა საჭირო, რადგან ეს არის კონტროლს გარეშე არსებული თემა, რაზეც ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. რეალურად, ქვეყანაში ამდენი ადამიანია ამაში ჩართული და როგორი ფული ტრიალებს აქ - ვინ, სად, როგორ და რას ატრიალებს, ეს ყველა ზღვარს ცდება. ონლაინ-თამაში ან მთლიანად უნდა აიკრძალოს, ან უნდა იყოს ე.წ Face control-ის ისეთი ონლაინ-სისტემა, რომ როდესაც ადამიანი ზის და თამაშობს, ის იდენტიფიცირებადი იყოს - უნდა მოხერხდეს გარკვევა, თუ ვინ არის ეს მოთამაშე.

პირველ რიგში, ის სრულწლოვანი უნდა იყოს და ასევე, კონკრეტული შემოსავალი უნდა ჰქონდეს - მაგალითად, საბანკო მონაცემები მიუთიოთოს, რომ ხელფასი მართლა ერიცხება და შემოსავალი აქვს. უნდა არსებობდეს კონტროლის რაიმე მსგავსი სისტემა, სხვა შემთხვევაში უნდა აიკრძალოს. ეს ჩემი შეხედულებაა", - განაცხადა მაისურაძემ და დასძინა, რომ "თუ არჩევნები სასარგებლო ფუნქციას შეასრულებს და ვინმე ამ პროექტს დააჩქარებს, კარგი იქნება".

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ონლაინ კაზინოებისთვის რეგულაციების დაწესების საჭიროებაზე გასული წლის ბოლოს განაცხადა.

"ჩვენი წინასწარი მონაცემებით და ყველანი ვფლობთ ამ ინფორმაციას, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი. მე უბრალოდ უნდა გავერკვე ამ ბიზნესში, როგორ შეიძლება მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით იქამდე, რომ მკაცრი რეგულაციები შეუძლებელია, შესაძლოა სხვა ტიპის რეგულაციებიც მივიღოთ. ვეცდებით, რომ ის ზიანი რომელიც საზოგადოებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს, თავიდან იქნას აცილებული“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ავტორი: დავით ჯალაღონია



16.თებერვალი.2019 20:10
91

როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?

ვრცლად
16.თებერვალი.2019 19:30
229

ბიზნესომბუდსმენი: "ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიფრთხილე სჭირდება"

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:30
418

გაზსაცავის წინასამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში იგეგმება

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:00
502

რა თანხა დაიხარჯა ონში უხარისხოდ დაგებულ გზებზე? – აუდიტის დასკვნა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:40
798

2018 წლის იანვართან შედარებით, ქარის სადგურის გამომუშავება 8%–ით შემცირდა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:00
895

მთავრობა ქარსაცავი ზონების მოწესრიგებისთვის კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს

ვრცლად