12.ივლისი.2018 18:29
საზოგადოება

"ნუგბარი" სიღნაღში ახალ საწარმოს ხსნის

"ნუგბარი" სიღნაღში ახალ საწარმოს ხსნის
შპს "ნუგბარი" ახალ საწარმოში მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ბიძინა ფხოველიშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, ახალი საწარმო სიღნაღის რაიონში ოქტომბერში გაიხსნება. საწარმოში თავდაპირველად ყურძნის წვენის კონცენტრატს დაამზადებენ, შემდეგ კი ჩურჩხელის წარმოებაც დაიწყება.

"საწარმოს მშენებლობა უკვე დაწყებულია, შემოდგომაზე სავარაუდოდ 500-600 ტონა ყურძენს გადავამუშავებთ, რასაც მოსახლეობისგან შევისყიდით. თავდაპირველად საწარმოში ყურძნის წვენის კონცენტრატს დავამზადებთ, 2019 წლიდან კი ჩურჩხელის საწარმოო ხაზიც ამოქმედდება", - განაცხადა ბიძინა ფხოველიშვილმა.

მისი თქმით, ახალი საწარმო კომპანიას საშუალებას მისცემს ჩურჩხელის წარმოება მინიმუმ სამჯერ გაზარდოს, იქ დღეში საშუალოდ 8-10 ათასი ცალი ჩურჩხელა დამზადდება.

აღნიშნული პროექტის განხორციელებაში შპს "ნუგბარს" სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში“ დაეხმარა, რომლის ფარგლებშიც, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში შენობა-ნაგებობა გადაეცა.
ავტორი: მაია ბიწაძე



21.ივლისი.2018 19:00
40

იმ სკოლების რაოდენობა სადაც მანდატურები იქნებიან წლის ბოლომდე 30-ით გაიზრდება

ვრცლად
21.ივლისი.2018 17:50
356

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს #FlyGif-ით სარგებლობა შეეძლებათ

ვრცლად
21.ივლისი.2018 17:01
101

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია: 2018 წლისთვი სასმელი წყლის მიწოდება 50 000-მდე ადამიანს გაუუმჯობესდება

ვრცლად
21.ივლისი.2018 15:41
49

კვირიკაშვილი-ბახტაძის საგანმანათლებლო პრიორიტეტები

ვრცლად
21.ივლისი.2018 14:45
101

"HUB Georgia” - ახალი გამოცემა ბიზნესზე და ეკონომიკაზე

ვრცლად
21.ივლისი.2018 12:38
26

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

ვრცლად