მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნოვა" აჭარაში ახალ საწარმოს გახსნის

56a5e5b2e58b7
BM.GE
25.01.16 13:03
1506
"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ქართულ ბაზარს კიდევ ერთი ახალი საწარმო შეემატება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კომპანია „ნოვა“ აჭარის რეგიონში საწარმოს გახსნის.
 
შპს "ნოვა" სამშენებლო, მოსაპირკეთებელი და სახურავისთვის განკუთვნილი მასალების იმპორტიორი, მწარმოებელი, რეალიზატორი და ექსპორტიორი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე სასაწყობე მეურნეობით, საგამოფენო დარბაზებით, სასახურავე მასალების და პლასტმასის ნაკეთობათა საამქროებით წარმოდგენილია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის ინვესტიციის მოცულობა 2,650,000 აშშ დოლარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით კომპანიაში დასაქმებულია 146 თანამშრომელი. საწარმოს ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ, მომდევნო ორ წელიწადში, დაგეგმილია დამატებით დაახლოებით 20-30 სამუშაო ადგილის შექმნა.

შპს "ნოვას" წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია მიზნად ისახავს წარმოების გაფართოებას - ფერადი და მოთუთიებული ნაგლინის გადასამუშავებელ საამქროში საწარმოო ხაზების დამატებას, ადლიის დასახლებაში (ბათუმი) სასაწყობე მეურნეობის გამართვასა და საგამოფენო დარბაზის გაფართოებას.