16.მაისი.2018 19:19
ეკონომიკა

"ნილი" შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა

"ნილი" შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა
კომპანია ,,ნილი,“ რომელიც უმწეოთა სასადილოებისა და საბავშვო ბაღების საკვებით უზრუნველყოფის ტენდერების ფარგლებში, მედიის ყურადღების ქვეშ არაერთხელ მოექცა, შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა. ამის მიზეზი ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობების შეუსრულებლობაა. "ნილს" ცენტრისთვის 33 ათასი კილოგრამი თეთრი პური და 1700 კილოგრამი ფუნთუშა უნდა მიეწოდებინა, ჯამში 36 ათასი ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, "ნილმა“ რამდენიმე გაფრთხილება მიიღო, მათ შორის საჭმელად უვარგისი პროდუქტის მიწოდების გამოც, შენიშვნები კი არ გამოუსწორებია.

აღნიშნული ტენდერი "ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა" გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა, გამარჯვებულ "ნილთან" კი 2017 წლის 27 დეკემბერს გააფორმა.
ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი



21.ოქტომბერი.2018 18:15
157

რამდენი მილიონი ლარის მიწა გაყიდა მთავრობამ 9 თვეში

ვრცლად
21.ოქტომბერი.2018 16:58
849

რამდენი ფიზიკური პირი იხდის საქართველოში ქონების გადასახადს

ვრცლად
21.ოქტომბერი.2018 15:15
892

"ბლაუენშტაინ საქართველოს“ მანქანა საბურთალოელ დიასახლისებს სადილისთვის საჭირო ხორცს ადგილზე მიაწვდის

ვრცლად
21.ოქტომბერი.2018 14:20
378

ქართული წარმოების პრემიუმ კლასის კედები ადგილობრივ ბაზარს ითვისებს

ვრცლად
21.ოქტომბერი.2018 13:29
401

ქუთაისის თიზ-ში ესპანური ინვესტიციით საკონიაკე სპირტის საწარმო ამოქმედდა

ვრცლად
21.ოქტომბერი.2018 11:35
1213

რატომ ვერ მუშაობს „გომარდული“: შეუცვალა თუ არა „ოცნებამ“ ინვესტორს წინა მთავრობის დროინდელი შეთანხმება

ვრცლად