02.თებერვალი.2016 18:35
ეკონომიკა

"ნამახვან ჰესების კასკადის" პროექტის განხორციელებისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

"ნამახვან ჰესების კასკადის" პროექტის განხორციელებისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მდინარე რიონზე ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის - ტვიში ჰესის (100 მვტ) და ნამახვანი ჰესის (333 მვტ) მშენებლობის ნებართვა გასცა, რომელიც ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
 
მშენებლობის ნებართვის გაცემას წინ უძღვოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები, რომლის შესაბამისად, 2015 წლის 19 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების მეორე ეტაპზე, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით ჩართული იქნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

საქართველოს გარემოსა და ბუნებივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემას წინ უძღვოდა კომპანიის მიერ ორგანიზებული საჯარო განხილვის პროცედურა, სადაც დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა წარმოედგინა საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები.



20.მარტი.2019 15:40
2

პრემიერი: გვინდა, ბელორუსიიდან მეტი ინვესტიცია ვიხილოთ საქართველოში

ვრცლად
20.მარტი.2019 15:20
71

„ქართულ ბელარუსული ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაზრდას შეუწყობს ხელს“

ვრცლად
20.მარტი.2019 15:00
97

"ყველაზე ეფექტური ჩვენს მეწარმეებში ცოდნის ამაღლება იქნება"

ვრცლად
20.მარტი.2019 14:22
67

Startup Grind Tbilisi მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ სტარტაპს უმასპინძლებს

ვრცლად
20.მარტი.2019 14:22
179

47 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოებში სათამაშო მოედნები და პანდუსები მოეწყობა

ვრცლად
20.მარტი.2019 14:22
185

150-ზე მეტი ბელარუსი მწარმოებელი თბილისში - გამოფენას პრემიერი გახსნის

ვრცლად