20.თებერვალი.2016 10:53
ეკონომიკა

"მთავრობის ადმინისტრაციის შენობის სარემონტო სამუშაოებისათვის კომპანიები ტენდერის გარეშე შეირჩა"

"მთავრობის ადმინისტრაციის შენობის სარემონტო სამუშაოებისათვის კომპანიები ტენდერის გარეშე შეირჩა"
“2013 წლიდან 2015 წლის ივნისის პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციის შენობის სარემონტო სამუშაოებზე მთლიანობაში 7 368 743 ლარი დაიხარჯა", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა მთლიანად გამარტივებული პროცედურით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდა. „ამ მიზნით საკვლევ პერიოდში 142 ხელშეკრულება დაიდო, რომელთა ჯამურმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 7 823 217 ლარი შეადგინა. თუმცა, ვინაიდან მიმწოდებელთან ანგარიშსწორება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის მიერ დადგენილ სამუშაოთა ფაქტიური ღირებულების შესაბამისად ხორციელდება, ფაქტობრივი ანაზღაურების ჯამურმა მაჩვენებელმა 7 368 743 ლარი შეადგინა. აქვე აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში 7 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სარემონტო სამუშაოების შესყიდვისთვის მთავრობის ადმინისტრაციას ტენდერი არ გამოუცხადებია, რაც კონკურენტული ვაჭრობის შედეგად თანხის დაზოგვის შესაძლებლობას გააჩენდა“, - განმარტავენ არასამთავრობოში.
 
მათივე ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯებიდან ყველაზე დიდი თანხა 2 336 768 ლარის ოდენობით შპს-ს "ანაგი" გადაერიცხა. 1 215 029 ლარი შპს-მ „თბილი სახლი” მიიღო. შპს-მ „პრიზმა” გაწეული სამუშაოებისათვის 1 122 589 ლარი მიიღო. შპს-მ "ამიგა” და შპს-მ "გრუსია” , შესაბამისად, 726 424 და 508 136 ლარი მიიღეს.

"როგორც კომპანიების აღწერილობიდან ჩანს, არც ერთი მათგანი არ არის ახლად დაფუძნებული. მათი ხელმძღვანელები არ ფიგურირებენ მმართველი პარტიის შემომწირველთა სიაში. მხოლოდ შპს-ს „ანაგი” ამჟამინდელმა ხელმძღვანელებმა ირაკლი გოგოლაშვილმა (დირექტორი), დავით ჩანტლაძემ (პროკურისტი) და 100% წილის მფლობელი ნანა აროშიძემ 2012 წელს, ა(ა)იპ-ს „საქართველო არ იყიდება”, შესაბამისად, 9 000, 2 000 და 60 000 ლარი შესწირეს, თუმცა მას შემდეგ ისინი შემომწირველთა სიაში აღარ ფიგურირებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ საკუთარ შენობაზე გაწეული ხარჯებიდან ყველაზე დიდი თანხა - 3 874 093 ლარი შენობის სარემონტო სამუშაოებზე დაიხარჯა. 2 515 084 ლარი სამშენებლო-საინჟინრო სამუშაოებს მოხმარდა, ფანჯრებისა და კარების მოწოდება-მონტაჟის სამუშაოებზე 189 111 ლარი დაიხარჯა, გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების მონტაჟისთვის 870 241 ლარი, ხოლო არქიტექტორული დიზაინისთვის კი 108 393 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები დაიდო.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში უკვე რამდენიმე თვეა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. შესაბამისი შემსყიდველის ან კონკრეტული ხელშეკრულების ნომრის (CMR კოდის) მიხედვით მონაცემების ძებნისას, ელექტრონული პორტალი 0 ჩანაწერს აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად, ასეულობით კონტრაქტის შესახებ ცნობები თავად მოგვაწოდა. ამ მიზეზით თითოეული ხელშეკრულების შესახებ დამატებით ინფორმაციაზე კვლევის ფარგლებში ხელი არ მიგვიწვდებოდა. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” არაერთხელ დაუკავშირდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სადაც მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაგვისახელეს. პრობლემის შესახებ სააგენტოს ინფორმირებისა და არაერთი მიმართვის მიუხედავად, ტექნიკური ხარვეზი კვლავაც არ გამოსწორებულა. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში კვალავაც არაა ხელმისაწვდომი", - განმარტავენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში".



16.ივლისი.2018 16:36
3

"საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების სავალდებულო დაზღვევა წარუმატებელი პროექტია"

ვრცლად
16.ივლისი.2018 16:18
19

რუსეთის წილი ექსპორტში იზრდება

ვრცლად
16.ივლისი.2018 15:50
71

"ლიბერტარიანული მიდგომა „ოცნების“ მთავარ ღირებულებას ეწინააღმდეგება"

ვრცლად
16.ივლისი.2018 14:16
204

"მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ სწორი ზომების მიღების საშუალება არ მოგვცა“

ვრცლად
16.ივლისი.2018 13:43
50

"სამთავრობო პროგრამა განახლებულია, მაგრამ ძირითადი ტექსტი უცვლელია“

ვრცლად
16.ივლისი.2018 11:10
499

ბათუმში ბინა ბიტკოინით გაიყიდა

ვრცლად