07.დეკემბერი.2017 13:31
ეკონომიკა

"მთავრობის 4-პუნქტიან განვითარების გეგმას აქვს სრული მხარდაჭერა"

"მთავრობის 4-პუნქტიან განვითარების გეგმას აქვს სრული მხარდაჭერა"
"საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული ეკონომიკის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმა სრულიად თანხვედრაშია იმ პარამეტრებთან, რომელსაც საქართველოს სსფ უყენებს, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებას.

სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა საქართველოს სამწლიანი პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებას, ფორმალური სხდომის ჩატარების გარეშე. ამ მიმოხილვის დასრულებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ესდეერი (SDR) (დაახლოებით 42.4 მილიონი აშშ დოლარი).

" დოკუმენტში აღნიშნულია ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომელსაც ეფუძნება ეს პროგრამა და შესაბამისად, ის პარამეტრები, რომლებიც ჩვენ 2018 წლის ბიუჯეტში ჩავდეთ - ეს არის ინკლუზიური ზრდა. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ ჩვენი საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, განსაკუთარებით ეს ეხება ექსპორტის ზრდას და საქართველოს მთავრობა ბუნებრივია, გააგრძელებს ამ მიმართულებით დამატებითი პროექტების განხორციელებას. აქვე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მიენიჭება 2018 წელს ფისკალურ კონსოლიდაციას, ესეც ახალი მიდგომა იქნება.

ამასთან, ერთად აღნიშნულია, რომ უნდა გაგრძელდეს ის სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ჩვენ შევათანხმეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ეს არის ძალიან მრავლისმომცველი პროგრამა. ჩვენ შეგვიძლია დეტალური ჩამონათვალიც მოგაწოდოთ ამის შესახებ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი გზავნილი ამ დოკუმენტით არის ის, რომ 4-პუნქტიან განვითარების გეგმას აქვს სრული მხარადაჭერა, უფრო მეტიც, მინდა გითხრათ, რომ პირველ მიმოხილვაზე დადებითი პასუხი მოხდა აღმასრულებელ საბჭოზე, ეს ნიშნავს, რომ ფორმალური საბჭოს ჩატარება არ სჭირდება.

პრაქტიკაში ნახავთ, რომ სულ რამდენიმე შემთხვევა იყო როდესაც აღმოსარულებელი საბჭო ფორმალური საბჭოს გარეშე იღებდა ამ გადაწყვეტილებას და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის პარამეტრები, რომლებიც ჩვენ საერთაშორისო სავალურო ფონდთან შევათანხმეთ, არის ძალიან ჯანსაღი და ძალიან ამბიციური“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ავტორი: თელარა გელანტია



22.ოქტომბერი.2018 21:48
502

ვახტანგ ბუცხრიკიძე: სებ-ის გათვლებით, რეგულაციები 1-წლიან პერიოდში ეკონომიკის ზრდის ტემპს 0.8%-ით შეამცირებს

ვრცლად
22.ოქტომბერი.2018 21:30
887

რაში ეთანხმება ვახტანგ ბუცხრიკიძე სებ-ის პრეზიდენტს და ფინანსთა მინისტრს

ვრცლად
22.ოქტომბერი.2018 19:40
133

"ძირითადი გამოწვევა ლარისთვის არის ჩვენი სავაჭრო ბალანსი"

ვრცლად
22.ოქტომბერი.2018 19:20
5903

ბინის გაყიდვა-გაქირავების მსურველებს ენერგოეფექტურობის სერთიფიკატის აღება დასჭირდებათ

ვრცლად
22.ოქტომბერი.2018 18:50
220

კობერიძე ლარის კურსზე: არ შეიძლება 3 წელი ვისაუბროთ მოლოდინებზე

ვრცლად
22.ოქტომბერი.2018 17:31
57

ქართული კომპანიების აქციების ფასი LSE-ზე

ვრცლად