01.აპრილი.2016 13:11
ეკონომიკა

"მსოფლიო ბანკის ჯგუფი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას მიესალმება"

"მსოფლიო ბანკის ჯგუფი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას მიესალმება"
მსოფლიო ბანკის ჯგუფი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას მიესალმება, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
 
საუბრის ძირითადი თემა იყო საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის პარტნიორობა თანამშრომლობის სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამაა.

მსოფლიო ბანკი პროგრამის იმპლემენტაციის პროცესს დადებითად აფასებს.

"ეს არის პროგრამა 2014-2017 წლებისთვის და ჩვენ ვიმსჯელეთ პროგრამის განხორციელების გზაზე მიღწეულ წარმატებაზე, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება. ჩვენ მივესალმებით მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც განათლებას, ინფრასტრუქტურას და საჯარო სექტორის ეფექტიანობის ზრდას გულისხმობს და ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება ნაბიჯი ახალი პროგრამის მომზადებისთვის, რომელიც 2018-2020 წლებში დაიწყება. ვიმუშავებთ საქართველოს მთავრობასა და პარტნიორებთან ერთად, რომ ეს დღის წესრიგი წარმატებით განხორციელდეს. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი ამ მიმართულებით", - განაცხადა მერსი ტემბონმა.

შეხვედრას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.



19.სექტემბერი.2018 20:30
254

შემოსავლების სამსახურმა, შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია შექმნას

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 20:00
310

საქართველოს უმსხვლესი საექსპორტო პროდუქცია

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:17
38

საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:15
75

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია ნავთობპროდუქტებია

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 18:17
255

"მთის კურორტების კომპანია" ერთ კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებას მეათედ აფორმებს

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 16:43
2374

"ბრძანება შეიძლება გადაკეთდეს, გაუქმდეს ან სხვა გამოსავალი ვნახოთ"

ვრცლად