04.აპრილი.2016 10:36
ეკონომიკა

"მოქალაქეების მიმართ მუქარის შემცველი ზარები არ ხორციელდება აღსრულების ბიუროს მხრიდან"

"მოქალაქეების მიმართ მუქარის შემცველი ზარები არ ხორციელდება აღსრულების ბიუროს მხრიდან"
აღსრულების ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ აღმასრულებლის სახელით განხორციელებული მუქარის შემცველი ზარებისა თუ შეტყობინებების შესახებ, აცნობონ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ინსპექტირების სამსახურს. მსგავსი ტიპის შანტაჟისა და მუქარისთვის ბიუროში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული ფოსტა და ფუნქციონირებს ცხელი ხაზის ნომერი -(032) 2 749 649. Mail: Report@nbe.gov.ge

"შევახსენებთ მოქალაქეებს, რომ იძულებითი აღსრულების ფარგლებში სხვის საკუთრებაში შესვლას, ქონების დაყადაღებას, აღწერას და სხვა იძულებით ღონისძიებებს, აქვს თავისი ფორმები და ის რეგულირდება კანონით სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, სხვა პირს, სხვა სუბიექტს არ აქვს მსგავსი ქმედების განხორციელების უფლება.

მოქალაქეების მიმართ მუქარის შემცველი ზარები არ ხორციელდება ბიუროს მხრიდან, რომელსაც აღსრულების პროცესისადმი სხვა, მხარეების მორიგებაზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს. ეს ზარები, სამწუხაროდ, ხორციელდება კერძო პირებისა და ზოგიერთი კომპანიის მიერ, რა დროსაც, მეტი დამაჯერებლობისთვის, ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელის გამოყენება.

ბოლო წლების განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზანია, შეასრულოს მედიატორის როლი, რათა მხარეებს შორის დავა მორიგებით დასრულდეს", - ნათქვამია აღსრულების ბიუროს განცხადებაში.



19.სექტემბერი.2018 19:17
0

საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:15
1

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია ნავთობპროდუქტებია

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 18:17
131

"მთის კურორტების კომპანია" ერთ კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებას მეათედ აფორმებს

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 16:43
1276

"ბრძანება შეიძლება გადაკეთდეს, გაუქმდეს ან სხვა გამოსავალი ვნახოთ"

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 16:33
32

ინფრასტრუქტურულ პროექტებში კორეული კომპანიების მონაწილეობა განიხილება

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 16:04
91

საპარლამენტო უმცირესობა ნავთობპროდუქტებსა და გაზზე აქციზის განახევრებას მოითხოვს

ვრცლად