მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#FORBESკვირა - საქართველო ჰარვარდში

BM.GE
17.10.21 22:14
404
ჰარვარდის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის ცენტრი იქმნება. იდეა Mount Holyoke-ის კოლეჯისა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორს, სტივენ ჯონსს ეკუთვნის. ცენტრის გახსნისთვის $2.3 მილიონიანი დაფინანსება კი საქართველოს მთავრობამ გამოყო. პროგრამას თავად პროფესორი ჯონსი უხელმძღვანელებს, რომელსაც საქართველოს თემებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ჯერ კიდევ 1992 წელს ნიუ-იორკ თაიმსში დაბეჭდილ სტატიაში, ჯონსი საქართველოს მომავალზე საუბრობდა. 1996-ში მან საქართველოში იმოგზაურა მსოფლიო ბანკისთვის, რათა კავკასიაში ეკონომიკური რეფორმების მოქალაქეებზე გავლენები შეესწავლა. შემდეგი მისი მოგზაურობა აფხაზეთში UNDP-ის კონსულტანტის როლში შედგა. ამას მოჰყვა 2000-იან წლებში ქართველებისთვის საზაფხულო სკოლების ორგანიზება ამერიკაში. 2011 წელს კი ის საქართველოს მეცნიერთა აკადემიის უცხოელ წევრად დაასახელეს. ამავე წელს მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.