18.აპრილი.2016 17:45
ეკონომიკა, EU Georgia

"მომხმარებელთა უფლებების შესახებ" კანონპროექტის განხილვები პარლამენტში შეჩერებულია

"მომხმარებელთა უფლებების შესახებ" კანონპროექტის განხილვები პარლამენტში შეჩერებულია
"მომხმარებელთა უფლებების შესახებ" კანონპროექტის განხილვები პარლამენტში შეჩერებულია. დოკუმენტმა კომიტეტებზე პირველი მოსმენა გაიარა, თუმცა ბიზნეს ასოციაციას დოკუმენტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები აქვს. ასოციაციაში აცხადებენ, რომ ეს კანონი ბევრი კომპანიის გაკოტრებას და დახურვას გამოიწვევს.
 
ბიზნეს ასოციაციის ანალიტიკური მიმართულების ხელმძღვანელი ნიკა ნანუაშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ჯერჯერობით მეორე მოსმენით განხილვა შეჩერებულია, ბიზნესს საკუთარი რეკომენდაციები გადაგზავნილი აქვს პარლამენტში და ელოდება რეაგირებას.

კანონპროექტზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმუშავეს. მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ემზადებიან მეორე მოსმენისთვის, ბიზნესის ინიციატივები ევროინტეგრაციის კომიტეტმა უნდა განიხილოს, შემდეგ იქნება მსჯელობა და იმედი აქვთ, რომ დოკუმენტის მიღება საგაზაფხულო სესიაზე მოესწრება.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძეც აცხადებს, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს და გადამუშავებულ ვარიანტს ელოდებიან. მაისურაძე ამბობს, რომ კარგი იქნება საგაზაფხულო სესიის განმავლობაში კანონპროექტის მიღება მოესწროს, რადგან მომხმარებელთა უფლებები მნიშვნელოვანია და ეს ევროკავშირის მოთხოვნაცაა.

კანონპროექტის მიხედვით, მისი ერთ-ერთი პუნქტი ავალდებულებს ორგანიზაციას დაიბრუნოს საქონელი ორი კვირის განმავლობაში იმავე ფასად რა ფასადაც მომხმარებელს მიყიდა. ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი ჭირაქაძის თქმით, აღნიშნული პუნქტი ბიზნესს სერიოზულ ზიანს აყენებს.

დოკუმენტი ქვეყანაში მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებასაც ითვალისწინებს, რომელიც მომხმარებლების საჩივრების საფუძველზე მათ უფლებებს სასამართლოშიც დაიცავს. კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივ საფუძვლებს და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს.

"მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტის განხილვა პარლამენტს ჯერ კიდევ შარშან, საშემოდგომო სესიაზე უნდა დაეწყო.

"მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონი 2011 წელს გაუქმდა.

"კომერსანტი"



20.ნოემბერი.2018 17:22
132

"კონკურენციის შესახებ კანონი" ყველა სფეროზე, მათ შორის საფინანსო სექტორზეც გავრცელდება

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:50
219

მზის პირველი სადგური ექსპლოატაციაში სავარაუდოდ, 2019 წლის ნოემბერში შევა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 16:32
568

"ვალების განულება", - რა წერია საფინანსო სექტორისთვის გაგზავნილ დოკუმენტში

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 15:37
79

კერძო საპენსიო ფონდებს კლიენტები შეუმცირდათ

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:56
87

საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანების მხოლოდ 6%-ია დაზღვეული

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:32
63

კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 15% სარგებლობს

ვრცლად