შედარებისთვის ერთი წლის წინ ევროს დეპოზიტების სარგებელი 1.38%, დოლარის ანგარიშის სარგებელი კი 2.97% იყო. როგორც ეროვნული ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, ქვეყანაში მთლიანი დეპოზიტების 62%, ანუ 22.09 მილიარდი ლარი უცხოურ ვალუტაში არის განთავსებული.
ლარის დეპოზიტების მოცულობა კი 13.49 მილიარდი, ანუ 39%-ია. ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, რომ ფიზიკური პირებng nbის მთლიანი დეპოზიტებიდან (18.7 მილიარდიდან) 76% უცხოური ვალუტის ანგარიშებზე მოდის. იურიდიული პირების დეპოზიტებიდან (16.9 მილიარდიდან) 45% სავალუტო დეპოზიტებზე მოდის.