10.აგვისტო.2018 18:00
საფინანსო სექტორი

"მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება"

"მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება"
„ლარის კურსი მოთხოვნა-მიწოდებით და ბაზარზე არსებული მდგომარეობით ყალიბდება. ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობას არაერთი ფაქტორი უწყობს ხელს“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მედიის წარმომადგენლებს ლარის კურსთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, 2018 წლის პირველ 6 თვეში დაფიქსირებული 5.7%-იანი ეკონომიკური ზრდის, მათ შორის მეორე კვარტალში 6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორებია გააქტიურებული საინვესტიციო საქმიანობა, ქართული ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა, გაზრდილი ტურიზმი, ასევე პოზიტიური ტრენდით ხასიათდება მიმდინარე პერიოდში საგარეო სექტორის მდგომარეობა.

„მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელიც გვიჩვენებს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებით ეროვნული ვალუტის მდგომარეობას, 2018 წლის 10 აგვისტოს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.1 პროცენტით არის გამყარებული“ - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში ბაზრის მონაწილეები უფრო აქტიურად აკვირდებიან რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას და მათ შორის თურქეთისას, სადაც ადგილობრივი ვალუტის მნიშვნელოვან გაუფასურებას აქვს ადგილი, ანალოგიური ვითარებაა რუსეთში რუბლის შემთხვევაშიც.

„აღსანიშნავია, რომ თურქული ლირის გაუფასურება, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოზე ნაკლებად იქონიებს გავლენას. მნიშვნელოვანია რომ თურქეთში ინფლაცია მაღალია და ივლისში 15.85 პროცენტი შეადგინა. ამავე დროს საქართველოში ინფლაცია დაბალია და ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან არის შესაბამისობაში. ასევე, საქართველოში პროდუქტიულობის ზრდის ტემპი აჭარბებს თურქეთში პროდუქტიულობის ზრდის ტემპს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს. ამდენად, ლირის გაუფასურებას შეიძლება ჰქონდეს ლარის კურსზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.



12.დეკემბერი.2018 19:12
202

ვითიბი ბანკი „სესხების განულებას“ შეუერთდა - მოქალაქეებს 7.7 მლნ ლარის სესხები ჩამოეწერებათ

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 17:12
243

ლარი გამყარდა

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 16:48
26

ვაშინგტონში PCAOB-ის აუდიტის ზედამხედველობის საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 16:15
145

ეროვნულმა ბანკმა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 15:39
115

67 803 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ

ვრცლად
12.დეკემბერი.2018 13:56
99

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 7%-ზე დატოვა

ვრცლად