მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მინდა ზოგიერთ ბიზნესმენს მივმართო, - ხშირად ფასები არა დემპინგის, არამედ ტექნოლოგიურად მაღალი დონის შედეგია"

5666dc123010f
BM.GE
08.12.15 16:07
1382
"ხშირად გვეკითხებიან ანტიდემპინგური კანონი დღემდე რატომ არ არის მიღებული", - აღნიშნულის შესახებ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თემურ მაისურაძემ გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" განაცხადა. მისი თქმით, დღეს ბიზნესის ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში დემპინგური ფასებია. მაგალითად თემურ მაისურაძეს სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოჰყავს.
 
"ხშირად გვეკითხებიან ანტიდემპინგური კანონი დღემდე რატომ არ არის მიღებული. ჩვენ გვაქვს შენიშვნები, გვინდა, რომ ეს დახვეწილი იყოს და სწორედ ამიტომაა, რომ ეს კანონი დღემდე არ არის მიღებული. არის ბიზნესის წარმომადგენელთა მეორე ნაწილი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში მათი ბიზნესი ვერ ვითარდება იმიტომ, რომ ვიღაც ქვეყანაში დემპინგური ფასებით მანიპულირებს, ან ოპერირებს. ბიზნესის ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ საქართველოში დემპინგური ფასები არსებობს. პრობლემა სწორედ ეს არის. მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში შემოდის პროდუქტები იმ სექტორში, რომელშიც თვითონ მუშაობენ, მაგალითად სოფლის მეურნეობის მიმართულებით და რომელიმე ქვეყანა პირობითად კიტრს და პომიდორს საქართველოს ბაზარზე დემპინგურ ფასებში ყიდის. მინდა, ზოგიერთ ბიზნესმენს მივმართო, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ფასები არა დემპინგურია, არამედ ტექნოლოგიურად მაღალი დონის შედეგია.

თითქმის ყველა, ვინც სოფლის მეურნეობაში მოღვაწეობს, აღნიშნავს, რომ ჩვენ მსოფლიოს ბაზრებზე ვერ გავალთ იმიტომ, რომ აქ შემოდიან და არსებობს დემპინგური ფასები. მრეწველობის სხვა სფეროში ასეთი რამისთვის ჯერ ყური არ მომიკრავს", - განაცხადა თემურ მაისურაძემ.