20.იანვარი.2016 15:20
საზოგადოება

"მენეჯერები, ცოტა ხანი ჩამოვიდნენ თავისი მანქანებიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით იარონ"

"მენეჯერები, ცოტა ხანი ჩამოვიდნენ თავისი მანქანებიდან  და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით იარონ"
ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო სასწრაფო სამსახურის მენეჯერებს სამსახუროებრივი მოხმარების მანქანების დროებით დათმობას სთხოვს. როგორც დღეს სერგეენკომ განმარტა, მსუბუქი ტიპის ავტომობილები დაბალი რისკ ჯგუფის პაციენტებთან უნდა გაიგზავნოს. მინისტრის თქმით ისიც მზად არის აღნიშნული მიზნისთვის საკუთარი სამსახუროებრივი ავტომობილი დათმოს.
 
"გავაძლიერებთ თბილისის სასწრაფოს შპს-ს - მივამაგრებთ დამატებით მანქანებს, თითო მანქანას, მენეჯერები ჩამოვიდენ ცოტა ხნით ამ მანქანებიდან. იგივე ეხება რაიონულ სასწრაფოს. სამსახუროებრივი მოხმარების მანქანები უნდა გადამისამართდეს. მეც მზად ვარ ჩემი მანქანა, რომლითაც დავდივარ გადავამისამართო ამ საქმეზე, რომ ოჯახის ექიმებმა დაიწყონ სიარული ცხელებიან გამოძახებებზე და არ გაუშვან აკივლებული სასწრაფოები.

არ უნდა გავიდეს სასწრაფოს სრულად აღჭურვილი ბრიგადა, ცხელებიან გამოძახებაზე, რომელიც არ არის რისკ ჯგუფში, არამედ უნდა გავიდეს მსუბუქი მანქანა, ოჯახის ექიმით. თბილისის სასწრაფოს მივმართავთ რეკომენდაციით და ბრძანებით, ასევე რაიონულ სასწრაფოს, - მენეჯერები ცოტა ხანი ჩამოვიდნენ თავისი მანქანიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით იარონ. ყველას აქვს საკმარისი ხელფასი ამისთვის", - განაცხადა მინისტრმა.



21.სექტემბერი.2018 14:00
25

ტურიზმის ადმინისტრაცია ზამთრის სეზონის რეკლამირებას იწყებს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 13:30
31

მერია სსიპებისა და აიპების აუდიტორულ შემოწმებას გეგმავს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 13:18
27

პარლამენტის სამუშაო ჯგუფი ჰაერის დაბინძურების მიზეზებს ასახელებს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 13:17
26

"ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 13:07
20

ხვალ, ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 13:00
22

სასმელი წყლის ინფრასტრუქტურაში 500 მილიონი ლარი ჩაიდება

ვრცლად