მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება მცხეთის გენერალური გეგმა?

BM.GE
10.07.19 09:51
793
უახლოეს მომავალში მცხეთას გენერალური გეგმა უნდა ჰქონდეს. ამისთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რამდენიმე თვის წინ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც ამხანაგობა „აქოლისმა“ გაიმარჯვა. საკონკურსო მოთხოვნები, ქართველი სპეციალისტებისა და UNESCO-ს წარმომადგენლების მონაწილეობით შემუშავდა. მათ მიერ დადგენილმა სტანდარტებმა და ამოცანებმა, პროექტის მოცულობა, სირთულე და მის შესასრულებლად სხვადასხვა გამოცდილების, კომპეტენციისა და სპეციფიკის სპეციალისტების ჩართვის აუცილებლობა განაპირობა.

„აქოლისი“ მუნიციპალური განვითარების მიერ გამოცხადებული ტენდერით გენ გეგმის დასამუშავებლად 1 მილიონ 800 ათასი ლარს მიიღებს. როგორი იქნება გეგმა და რა მიზანი აქვს გეგმის შექმნელი კომპანიას?

სტუმარი: აკაკი ზერეკიძე - "აქოლისი", თავმჯდომარე