მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მარსიდანაც შემიძლია საქართველოსთვის კარგი ვაკეთო", - ქართველი სტუდენტი ამერიკის ობსერვატორიაში იმუშავებს

5683acbeb1717
BM.GE
30.12.15 13:40
4098
ქართველი სტუდენტი, რომელმაც ამერიკული უნივერსიტეტის ისტორიაში St. John’s College-ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გრანტი აიღო, - როგორ მოიპოვა დაფინანსება და როგორია მისი სამომავლო გეგმები, - ინტერვიუ ტბელ აბუსერიძესთან. 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემმა მეგობარმა მარიამმა, რომელსაც ეს კოლეჯი აქვს დამთავრებული, გამოცდილების ფონზე მირჩია, რომ ეს უნივერსიტეტი არის შენთვისო. შემდეგ გადავწყვიტე გავცნობოდი კოლეჯის პირობებს, თუ რას ასწავლიდნენ იქ, ვნახე ცხრილი რა ტიპის საგნებს გავილილიდი და ა.შ. მე შევისწავლი თავისუფალ მეცნიერებებს და შევისწავლი ზუსტად ისე, როგორც ამას ანტიკურ საბერძნეთში ასწავლიდნენ. იმ შვიდ მეცნიერებას რომელსაც მაშინ სწავლობდნენ და თითქმის ყველა განხრას შევეხები დაწყებული ანტიკური ფილოსოფიიდან დღევანდლამდე და დამთავრებული ანტიკური მათემატიკიდან და მეცნიერებიდან დღევანდელ მეცნიერებებამდე.

- ძვირადღირებული უნივერსიტეტია?

- ჩვენი გადმოსახედიდან ძვირადღირებულია, თუმცა ამერიკული ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც ჩემთვის ცნობილია, თუ ამერიკის კოლეჯებს გადავხედავთ, ეს ძალიან ჩვეულებრივი ფასია.

- ვიცით, რომ ოთხი წლის განმავლობაში სრულად დაფინანსდება შენი სწავლა. რა რაოდენობის გრანტი აიღეთ?

- სრული დაფინანსება მოვიპოვე. ოთხი წლის განმავლობაში სრულად დამაფინანსებენ, - 60 000 დოლარიდან ჩემი გადასახდელია მხოლოდ 1350 დოლარი.

- საინტერესოა ის გაზა, როდესაც გადაწყვიტეთ რომ უნდა ჩაგებარებინათ უნივერისტეტში. ვიცით, რომ არავინ დაგხმარებიათ...

- პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არავინ დამხმარებია, თუმცა ირიბად ბევრი ვინმე და რამე დამეხმარა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი მარიამს მიუძღვის, რომელმაც მირჩია იქ ჩამებარებინა. შემდეგ უკვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ National Geograpic-ის საქართველოს ბლოგერი ვარ. ასტრო-ფოტოგრაფიაზე მქონდა ბლოგი. ეს დამეხმარა იმიტომ, რომ ვაშინგტონში არის ამ ბლოგის National Geograpic-ის მთავარი ოფისი, ეს ამერიკის კულტურის ნაწილია და ძალიან უყვართ. ძალიან კარგი რეკომენდაცია დამიწერა ლევან ბუთხუზმაც, ლექტორმაც, რომელიც უნივერსიტეტში მასწავლიდა და ჩემმა სკოლის მასწავლებელმა. ეს იყო ყველაზე დიდი ნაწილი, რის გამოც მე იქ მიმიღეს. კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ უნივერსიტეტში, სადაც მე ვისწავლი ანაპოლისში, აქვთ თავისი ობსერვატორია. მე ძალიან მიყვარს ასტრონომია და ასტრო-ფოტოგრაფია. ჩვენი პატარა ქართული ჯგუფია “ჯეოასტროს’’ ნამუშევრები, რომელშიც უშუალოდ მე მივიღე მონაწილეობა გადაღება იქნება თუ დამუშავება, ეს ყველაფერი გავგზავნე ამერიკაში, ძალიან მოეწონათ და აქედან დაიწყო ყველაფერი. დღესაც გამომიგზავნეს მეილი, რომ კამპუსში ოფიციალურად სამსახურს დამაწყებინებენ. ვისწავლი და პარალელურად ვიმუშავებ.

- რა ტიპის სამუშაო იქნება?

- ობსერვატორიაში ძირითადი ჩემი დანიშნულება იქნება იქაური ასტროფიზიკის, ასტრონომიის ლექტორს ასისტენტობა გავუწიო, დავეხმარო. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ როდესაც საინტერესო მოვლენა იქნება ბუნებაში, კერძოდ ცაზე - მე ეს ბავშვებს უნდა ავუხსნა. ამას რომ მოვრჩები ჩემი დრო მექნება და ფოტოების გადაღებას შევძლებ.

- როგორც ვიცით, მოგზაურობასაც აპირებ...

- ასე ვფოქრობ, რომ სანამ ყოველი ჩვენგანი ახალგაზრდაა, უნდა იმოგზაუროს და მის ირგვლივ არსებული სამყარო შეიცნოს. იმიტომ, რომ ზუსტად ეს ეხმარება ადამიანს სწორი პრინციპების და ღირებულებების ჩამოყალიბებაში განყენებული ყველაფრისგან.

- სწორი ღირებულებები ახსენეთ, საინტერესოა თქვენი გადმოსახედიდან, ბევრი სტუდენტი სწავლობს და შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე ნაწილი სწავლობს მხოლოდ სწავლისთვის. მათ არ იციან ზუსტად ეს უნდათ თუ არა. არის თუ არა ასეთი შემთხვევები?

- ალბათ არის. იმიტომ, რომ ზუსტად ამ შედეგს წარმოვადგენ პირადად მე. საკმაოდ ბევრი მესიჯი მომივიდა Facebookze-ზე, რომ დღეს გადავწყვიტე და იურიდიულიდან სამედიცინოზე გადავდივარ და ასეთი ბევრი. ბანალურად კი ჟღერს, მაგრამ მთავარი არის მონდომება და ცოტა მეტი გარჯა და შრომა. როდესაც ჩავაბარე, მესამე კურსიდან მივხვდი, რომ ეს არ იყო ის, რაც მე მინდოდა. დიდი გამოცვდილება მივიღე, მაგრამ საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ სამართალი ის ჩარჩოები იყო, რომელშიც მე არ მინდა მოღვაწეობა.    

- სამართალთან შედარებით, პროფესია, რომელიც შენ აირჩიე უფრო მეტად სათავგადასავლოა...

- კი, მთაელი ჩემი ცხოვრება თავგადასავალია.

- როდესაც სწავლას დაასრულებთ, აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?

- ძალიან დიდი ალბათობით მაგისტრატურაშიც მოვინდომებ სწავლის გაგრძელებას. ცოტა მეტი მიზნები მაქვს მაგისტრატურასთან დაკავშირებით. რახან გადაებმება მაგისტრატურა ჩემს ბაკალავრს, ცოტა ხანი კიდევ ვერ ჩამოვალ საქართველოში. ინტერნეტში ცოტა ნეგატიურად დაიწერა, რომ ქართველი სტიდენტები მიდიან და აღარ ბრუნდებიან. საქართველოსთვის კარგის კეთება არ ნიშნავს საქართველოში მუდმივ სამყოფელს. მე ამერიკიდანაც და მარსიდანაც შემიძლია საქართველოსთვის კარგი ვაკეთო.

საქმიანი დილა