18.მარტი.2016 11:55
ბიზნესი

"მაესტროს" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

"მაესტროს" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ
"მაესტროს" ჟურნალისტები, დავაში მონაწილე მხარეებს, ვალდებულებების დაცვისკენ მოუწოდებენ. როგორც არხის ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათთვის მოულოდნელი იყო, ერთ-ერთი მეწილეს, ეკა აკობიას მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, სადაც აღინიშნა რომ დავას მხოლოდ ორი მხარე ჰყავს და მათ შორის მოლაპარაკებები შესაძლებელია.
 
"ჩვენ ჟურნალისტები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უზრუნველვყოფდით "მაესტროს" ეთერის უწყვეტობას, პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა იმ ინფორმაციაზე, რასაც ამ პერიოდის განმავლობაში მაყურებელს ვაწვდიდით და რომელსაც საინფორმაციო სამსახური ერთობლივად ამზადებდა. ჩვენი პოზიცია უცვლელია. მაგრამ ახლა უფრო მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე დავის დაწყებამდე. ჩვენთვის მოულოდნელი იყო ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მეწილის, ეკა აკობიას განცხადება, სიახლეა ისიც, რომ ამ დავას მხოლოდ ორი მხარე ჰყავს და მათ შორის მოლაპარაკება შესაძლებელია.

მივმართავთ დავაში მონაწილე ყველა მხარეს, მოგვცეს შესაძლებლობა, ჩვენი პროფესიული საქმიანობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში შევასრულოთ. ყველა მხარემ დაიცვას ის ვალდებულებები, რაც თანამშრომლების წინაშე აკისრიათ, მათ შორის ფინანსურიც.

ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ იარაღი რომელიმე მხარის ხელში. ვიაზრებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მაყურებლისა და საზოგადოების წინაშე. როგორც ჟურნალისტებს გვაქვს კითხვები სასამართლოსთან, სწორედ ამიტომ დღეს ისევ ვიკრიბებით 15 საათზე საქალაქო სასამართლოსთან და ველით ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია", - ნათქვამია განცხადებაში.



18.ოქტომბერი.2018 14:26
343

ჩოგოვაძე Airbnb-ზე: ვსწავლობთ სფეროს რეგულირების მაგალითებს

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 16:25
175

ქუთაისში პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოების აშენება შფერხებულია

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 13:13
1775

ბიზნეს გაერთიანებების ერთობლივი განცხადება სებ-ის დაანონსებულ რეგულაციებზე

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 09:00
460

თბილღვინო: მოგვიწევს მოგების მარჟის შემცირება

ვრცლად
16.ოქტომბერი.2018 10:43
503

ბრიტანული Fear Group საქართველოში ინვესტირებას გეგმავს

ვრცლად
14.ოქტომბერი.2018 11:37
623

ქობულია კომერციული ატაშეების ინსტიტუტის ამოქმედებაზე: „ჯერ ვფიქრობთ“

ვრცლად