03.მაისი.2016 10:22
ბიზნესი

"ლუშნუს" სვანური მარილი ზაფხულიდან ექსპორტზე ევროპასა და აზიაში გავა

"ლუშნუს" სვანური მარილი ზაფხულიდან ექსპორტზე ევროპასა და აზიაში გავა
"ლუშნუს" სვანური მარილი ექსპორტზე გასვლას ევროპასა და აზიაში გეგმავს. კომპანია პროდუქტს სვანეთში, მესტიაში აწარმოებს. სვანური მარილის საცდელი პარტია ბაზარზე შარშან ზაფხულს გამოჩნდა, მიმდინარე წელს კი კომპანიამ საწარმო გადააიარაღა და წარმოების გაზრდას გეგმავს. კერძოდ, როგორც "ლუშნუს" დამფუძნებელი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, ახალი შეფუთვით სვანური მარილი მაღაზიებში თვის ბოლოდან გამოჩნდება, ზაფხულიდან კი მისი გატანა ევროპისა და აზიის ქვეყნებში იგეგმება.
 
"პროდუქცია რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაზე მქონდა გატანილი და საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. ამიტომ გადავწყვიტეთ ექსპორტზე ფიქრი. ამჯერად მოლაპარაკებები მიმდნარეობს და ზაფხულიდან რეალიზებაც დაიწყება".

საწარმოს გადაიარაღებაში კომპანიამ მინიმუმ 50 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, რის შემდეგაც წარმოება დღეში 30 000 პაკეტი გახდება. ადგილზე 5 ადამიანია დასაქმებული.



17.ოქტომბერი.2018 16:25
134

ქუთაისში პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოების აშენება შფერხებულია

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 13:13
981

ბიზნეს გაერთიანებების ერთობლივი განცხადება სებ-ის დაანონსებულ რეგულაციებზე

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 09:00
437

თბილღვინო: მოგვიწევს მოგების მარჟის შემცირება

ვრცლად
16.ოქტომბერი.2018 10:43
492

ბრიტანული Fear Group საქართველოში ინვესტირებას გეგმავს

ვრცლად
14.ოქტომბერი.2018 11:37
617

ქობულია კომერციული ატაშეების ინსტიტუტის ამოქმედებაზე: „ჯერ ვფიქრობთ“

ვრცლად
14.ოქტომბერი.2018 10:25
555

ინვესტორთა საბჭო: „ეს ინვესტორებისთვის ძალიან ცუდი პრეცენდენტი და ძალიან ცუდი სიგნალი იქნება“

ვრცლად