16.თებერვალი.2016 23:59
საფინანსო სექტორი

"ლიბერთი ბანკში 100 მილიონის ინვესტიცია, მხოლოდ იმიტომ ვერ ხორციელდება, რომ დაყადაღებულია"

"ლიბერთი ბანკში 100 მილიონის ინვესტიცია, მხოლოდ იმიტომ ვერ ხორციელდება, რომ დაყადაღებულია"
"ლიბერთი ბანკის" აქციების დაყადაღების გამო ბანკში ახალი ინვესტიცია ვერ ხორციელდება, - აღნიშნულის შესახებ გიორგი ქადაგიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მტავრობის ის შეცდომები დაასახელა, რის გამოც ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები შემცირდა.
 
"შემიძლია 3 შეცდომა ჩამოვთვალო, რომელიც 250 მილიონი დოლარის ოდენობისაა, ეს ჩვენი მთელი სავალუტო დანაკლისის 25%-ია.

პირველი, - სავიზო რეგულაციები. მხოლოდ ირანთან და ჩინეთან სავიზო რეგულაციებმა 100 მილიონის დანაკლისი გამოიწვია. ეს არის უფრო მეტი ვიდრე, 2015 წელს ღვინის მთლიანი ექსპორტი. ეს გადაწყვეტილება ტოლფასია, გადაწყვეტილების, რომ ვინმე მისულიყო და ღვინის ყველა ბოთლი დაემტვრია, რაც გავიდა ექსპორტზე 2015 წელს.

მეორე, - მიწის პრივატიზაცია და შეზღუდვა. საქართველოში თხილის ექსპორტი, არის დაახლოებით 170 მილიონი, ორჯერ მეტი ვიდრე ღვინის და ზუსტად მაშინ მივაღწიეთ წარმატებას თხილის ექსპორტში, როდესაც იტალიური კომპანია "ფერერო“ შემოვიდა საქართველოში და სამეგრელოში მიწა შეიძინა. მსგავსი კანონის პირობებში „ფერერო“ ვერ შემოვიდოდა.

საქალაქო სასამართლოში მოსამართლეები ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, უპრეცედენტოდ ხშირად იყენებენ დაყადაღების ინსტრუმენტს, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ინსტრუმენტს.

არის "ლიბერთი ბანკის“ მაგალითიც, რომლითაც დაინტერესებულია სტრატეგიული ინვესტორი და მხოლოდ იმიტომ რომ დაყადაღებულია აქციები 100 მილიონის ინვესტიცია მესამე წელია ვერ ხორციელდება.

ჩვენ არ გვაქვს სავალუტო ფონდის მიმოხილვა დასრულება, ერთადერთი მიზეზი ამისა არის ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკისგან გატანა. ამის გამო საქართველო ევროკავსირისგან ვერ იღებს 46 მილიონს“, - განაცხადა ქადაგიძემ.



21.ნოემბერი.2018 18:00
89

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 12:02
80

ხაზინების პროფესიული ასოციაცია იქმნება

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 09:20
203

IMF: საფინანსო რეგულაციები მოკლევადიან პერსპექტივაში ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 00:17
196

“თითიდან გამოწოვილია” - ბახტაძის თქმით, ვალების ჩამოწერას არჩევნებთან კავშირი არ აქვს

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 20:00
307

აკაკი ცომაია: შეიქმნა ძალზე სახიფათო პრეცენდენტი

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 18:00
298

ქართუ: ივანიშვილის გადაწყვეტილებით ფონდში ვალების განულებისთვის უკვე 100 მლნ დავარეზერვეთ

ვრცლად