11.თებერვალი.2016 14:25
ბიზნესი

"ლაურუსი" 200 ტონა დაფნის წარმოებას გეგმავს

"ლაურუსი" 200 ტონა დაფნის წარმოებას გეგმავს
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად, სენაკში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო „ლაურუსი“ დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
 
დაფნის გადამამუშავებელი საწარმო "ლაურუსი“ სახელმწიფოს ხელშეწყობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა და 2014 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, "ლაურუსი" დაფნის წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულისაწარმოა.

"ახალი საწარმო უზრუნველყოფს დაფნის გადამუშავების სრულ ციკლს. განხორციელებული ინვესტიცია 250,000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 150,000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოში 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთ საქართველოში კიდევ რამდენიმე ანალოგიური საწარმოს გახსნა იგეგმება", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

"საერთაშორისო ბაზრებზე დაფნა ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია. სეზონზე 200 ტონა დაფნის გადამუშავებას ვგეგმავთ. პროდუქცია საექსპორტოა და რუსეთის ფედერაციაში გადის. საწარმო აშენება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის საშუალებით შევძელით. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ გავფართოვდეთ. ჩვენი მიზანი ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაა", - აცხადებს დაფნის გადამამუშავებელი საწაარმოს „ლაურუსი“ მეპატრონე ზაზა ჯალაღონია.

ახალი საწარმოების დაფინანსება და არსებულის გაფართოება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტომ 2013 წლიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში 600-ზე მეტი მოქმედი საწარმო დაფინანსდა, 147 ახალი საწარმო შეიქმნა და 10 ათასამდე ადამიანი დასაქმდა.



17.ივლისი.2018 14:15
84

ნიკორა საწესდებო კაპიტალის შემცირების მიზეზს განმარტავს

ვრცლად
15.ივლისი.2018 15:39
106

"ნიკორამ'' საწესდებო კაპიტალი $3.25 მილიონით შეამცირა

ვრცლად
14.ივლისი.2018 16:00
132

საბროკერო კომპანია Fx Group-ში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ვრცლად
09.ივლისი.2018 17:35
231

"ალდაგის'' შვილობილი კომპანია "პრემიუმ რეზიდენსი" ტექდათვალიერების ბიზნესში შედის

ვრცლად
01.ივლისი.2018 20:58
350

“ET CETERA” ახალ ალკოჰოლურ სასმელს ამატებს

ვრცლად
01.ივლისი.2018 17:05
218

“Handy” ქართულ ბაზარს ხის სათვალეებსაც შესთავაზებს

ვრცლად