07.ნოემბერი.2018 19:20
ეკონომიკა

"ლარის გაუფასურება ჩვენთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა"

"ლარის გაუფასურება ჩვენთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა"
დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, ივა ჭყონია BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ლარის გაუფასურების ერთგვარი ტრენდი ჩამოყალიბდა, ამიტომ ლარის გაუფასურება მათთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ის სებ-ის განცხადებას გარკვეულწილად ეთანხმება და არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ არჩევნების მიერ შექმნილი გარემო იყოს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში გარკვეული ტრენდი ჩამოყალიბდა, რომ შემოდგომაზე ლარი იწყებს გაუფასურებას, ეს ერთგვარ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ჩვენთვის. რაღაც დონეზე არსებული მარაგები ვისაც ჰქონდათ, მათ შეძლეს რომ ფასები დაეჭირათ. თუმცა გააჩნია ლარი რა მაჩვენებელს მიაღწევს, თუ ის კრიზისულ ნიშნულს აცდება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს ნებისმიერ ბიზნეს ოპერატორს, ნებისმიერ იმპორტიორს, იმიტომ რომ ნედლეულის შეძენა მწარმოებლებს უწევთ უცხოურ ვალუტაში. ამჟამად წლის ბოლოა, ახლა ხდება ჭარბი ლარის გამოდინება, რაც აისახება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაში ბიუჯეტის თანხებით, ანუ ძირითადი მასა გადის ბიუჯეტის მე-4 კვარტალში, ამიტომ ესეც ნეგატიურად აისახება ლარზე. ვფიქრობ, რომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობილვად გარკვეული ძალებით უნდა იმოქმედონ ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაეტყოს ეს ბიზნესს უპირველეს ყოვლისა და შემდეგ უკვე მოსახლეობას. გაზრდილი ფასები საბოლოო ჯამში, როგორც მოსახლეობაზე, ასევე ბიზნესზე აისახება ნეგატიურად.“ - განაცხადა ჭყონიამ

ჩვენს კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ლარის კურსის ცვლილება საარჩევნო გარემოს და ეთანხმება თუ არა ის სებ-ის განცხადებას ივა ჭყონიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„რაღაც დონეზე ალბათ შეიძლება, რომ დავეთანხმო. არ არის გამორიცხული რომ ეს ფაქტორი კრიზისული აღმოჩნდეს სხვა დანარჩენთან ერთად. სავარაუდოდ, ესეც არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი." - ამბობს ივა ჭყონია.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი



18.ნოემბერი.2018 18:35
873

მთავრობა ხვალ ჭარბვალიანობის დაძლევის და „შავი სიის“ პრობლემის მოგვარების მეთოდს გააჟღერებს

ვრცლად
18.ნოემბერი.2018 17:59
233

გიორგი ქობულია-ფერმერებს: „იფიქრეთ იმაზე, როგორ გაფართოვდეთ“

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 19:20
561

ცემენტის ასოციაციის მიერ ჩატარებული ფარული ტესტირების შედეგები

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 18:24
160

ბანკებში 1 638 536 190 ლარის დეპოზიტებია დაზღვეული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 17:09
139

საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში 6.8 % -ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:42
204

9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.57 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

ვრცლად