მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონიაკის ბოთლი $52.500-ად

BM.GE
22.03.21 08:50
261

D’ussé-ს პრემიუმ კლასის კონიაკის ბოთლი სოტბის აუქციონზე 52.500 დოლარად გაიყიდა. ის ერთერთია იმ 50 ბოთლიდან, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს რეპერ ჯეი ზის დაბადების დღის აღსანიშნად შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. 

საინტერესო ისაა, რომ აუქციონი დარეზერვების გარეშე ჩატარდა და სატენდერო წინადადებების საწყისი თანხა 1 დოლარი იყო. სოტბის აუქციონზე შეკრებილებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ბოთლი 24.000-დან 75.000 დოლარამდე შეფასდებოდა. საგულისხმოა, რომ მთლიანი თანხა ჯეი ზის საქველმოქმედო - შონ კარტერის ფონდში გადაირიცხა, რომელიც სოციალურად დაუცველ ბავშვებს განათლების მიღებაში ეხმარება.