10.აგვისტო.2018 16:41
საფინანსო სექტორი

"ლარის დოლარის მიმართ გაუფასურებას დროებითი ხასიათი აქვს"

"ლარის დოლარის მიმართ გაუფასურებას დროებითი ხასიათი აქვს"
„მართალია, თურქული ლირას მკვეთრი გაუფასურება, ზემოქმედებს სავაჭრო ტრანსაქციებზე, მაგრამ ლარის გაუფასურება არ გამომდინარეობს გრძელვადიანი ანუ ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებიდან“, - აცხადებს ბანკების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ცუცქირიძე.

„ადრეც აღმინიშნავს, რომ არაკონვერტირებული ვალუტის მქონე ქვეყნებში, შედარებით მცირე მოცულობის ბაზრებს ახასიათებს ნაკლებ პროგნოზირებული მოლოდინებისა და მკვეთრი სავალუტო რყევების ამპლიტუდა, რის გამოც სავალუტო კურსი ვერ გამოიყენება ბუფერად.

მიმაჩნია, რომ ლარის გაუფასურება სეზონურ ფაქტორებს და საგარეო ვალის მომსახურებას უფრო უკავშირდება და ნაკლებად რაიმე წმინდა ეკონომიკურ ან სპეკულაციურ ფაქტორს. როდესაც გაუფასურების არანაირი, პირველ რიგში, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი არ მოქმედებს, კურსი სწრაფადვე უბრუნდება წონასწორობის ნიშნულს, რადგან გაცვლითი კურსი აშკარად გასცდა იმ ნიშნულს, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები შეიძლება განაპირობებდეს და დღეს სწორედ ანალოგიური სიტუაციაა შექმნილი. შესაბამისად, კურსის დასტაბილურებას უნდა ველოდოთ.

მსურს, განვმარტო, რომ ლარის აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურებას აქვს დროებითი ხასიათი, რადგან ის არ მომდინარეობს არც მაკროფაქტორების რაიმე სერიოზული ცვლილებებიდან და არც წმინდა სავალუტო ნაკადების დისბალანსიდან, მათ შორის საგადამხდელო ბალანსის პოზიციიდან და მით უმეტეს, არც საგარეო ფაქტორებიდან“, - ამბობს ცუცქირიძე.



10.დეკემბერი.2018 13:03
45

FDI-ში რეინვესტიციის წილი 50%, ანუ $500 მილიონია

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 12:13
32

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 12:02
419

კახა კიკნაველიძე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოსტს ტოვებს

ვრცლად
09.დეკემბერი.2018 21:07
364

"საბანკო სექტორში სამომხმარებლო სესხების პორტფელმა ზრდა შეწყვიტა" - ალექსანდრე ძნელაძე

ვრცლად
09.დეკემბერი.2018 13:00
233

რა სიახლეები იგეგმება საქართველოს საფონდო ბირჟაზე

ვრცლად
07.დეკემბერი.2018 18:00
736

რა უნდა იყოს საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა ანუ რატომ ყიდულობს სებ-ი დოლარებს

ვრცლად