11.ოქტომბერი.2018 21:00
საზოგადოება

"კულას" ბიოსაწარმო სამცხე-ჯავახეთში მომავალი თვიდან ამუშავდება

"კულას" ბიოსაწარმო სამცხე-ჯავახეთში მომავალი თვიდან ამუშავდება
"კულას" ბიოსაწარმო მომავალი თვის ბოლომდე სატესტო რეჟიმში ამუშავდება, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა ვანო გოგლიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, საწარმო სრული დატვირთვით მომავალი წლიდან დაიწყებს პროდუქციის გმოშვებას. მიმდინარე სეზონზე მხოლოდ ვაშლის წვენს დაამზადებენ, მომავალი წლიდან კი პროდუქციის ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. საწარმოში ათი სახეობის ბიოლოგიურად სუფთა წვენს დაამზადებენ, კერძოდ: ვაშლის, ჟოლოს, მოცვის, ასკილის, შინდის, ალუბალის და სხვა ხილის წვენებს, შემდეგ კი საწებლებიც დაემატება. კომპანია სეზონზე 3-დან 5 ათას ტონამდე ხილს გადაამუშავებს, რომელსაც ადგილობრივი ფერმერებისგან და მოსახლეობისგან ჩაიბარებს.


" ამ სეზონზე მხოლოდ ვაშლის მიღებას მოვახერხებთ, რადგან ეხლა იქ სეზონურად მხოლოდ ვაშლის მოსავალია. ახალციხეში, სადაც საწარმოს ვაშენებთ ბიოლოგიურად სუფთა ხილი მოდის, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ იქ წარმოების გაკეთება. საწარმო სეზონზე 5 ათას ტონამდე ნედლეულს გადაამუშავებს, სეზონი აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება „ - განაცხადა ვანო გოგლიძემ.


როგორც ვანო გოგლიძე განმარტავს, პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე გათვლით კეთდება, თუმცა ნაწილი საქართველოშიც გაიყიდება. ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში და ამერიკაში განხორციელდება, შეთანხმება ამის შესახებ უკვე მიღწეულია.



საწარმოში 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
ავტორი: მაია ბიწაძე



11.დეკემბერი.2018 18:41
833

თიბისი ჯგუფი “ქართულ ამაზონს“ ქმნის

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 18:24
79

„წლების განმავლობაში დაცარიელებულ მთაში ხალხის დაბრუნება სახელმწიფოს დიდი ამოცანაა“

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 18:07
118

ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში ინტერნეტი ექნებათ

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 17:48
103

ქონების ეროვნული სააგენტო კურორტ „ახტალაზე“ “ანალიტიკაში” გასულ მასალას ეხმაურება

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 17:45
126

პრემიერი მაღალმთიან, უშუქო სოფლებს ალტერნატიული ენერგიით უზრუნველყოფას ჰპირდება

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 17:35
270

„ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად წიწაკა გაძვირდა

ვრცლად