25.იანვარი.2016 12:54
ბიზნესი

"კონტინენტ კრონ პალას თბილისს" მსოფლიო ხარისხის ნიშანი ოქროს კატეგორიაში მიენიჭა

"კონტინენტ კრონ პალას თბილისს"  მსოფლიო ხარისხის ნიშანი ოქროს კატეგორიაში მიენიჭა
"BID"-მ (Business Initiative Directions) „კონტინენტ კრონ პალას“-ს ჯილდო - "მსოფლიო ხარისხის ნიშანი ოქროს კატეგორიაში" სასტუმრო ინდუსტრიის ბაზარზე, ხარისხის, სიახლეებისა და მაღალი დონის მომსახურების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიანიჭა.
 
საერთაშორისო მაღალი დონის მსოფლიო კომპანიამ “Business Initiative Directions Group” -მა, ჩაატარა დახურული კვლევა 119 ქვეყანაში, რომელიც მიმდინარეობდა 10 თვის განმავლობაში, რაც მოიცავდა მსოფლიო ექსპერტების მიერ მიზანმიმართული ობიექტების შემოწმებას.

კვლევის შედეგად გამოავლინა 51 ღირსეული ბიზნეს კომპანია, მათ შორის საქართველოში ბიზნეს კომპანიებში, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ბიზნეს შედეგები და ინოვაციები, მომხმარებლების კმაყოფილება, ბრენდის სახელი და ხარისხი.

"ტურიზმის განვითარებისთვის მსგავსი მოვლენები სასიცოცხლოდ მნიშვბელოვანია, რადგან ასეთი აქცენტები ამაღლებს ქვეყნის იმიჯს და ხაზს უსვამს ხარისხის კულტურას, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს სტუმარს, პარტნიორსა და კოლეგას - ეს წარმატება თითოეული მათგანის დამსახურებაა" განაცხადა "კონტინენტ კრონ პალასი"-ს გენერალურმა მენეჯერმა მაია მახათაძემ.

გრანდიუზული დაჯილდოვების ცერემონია 2016 წლის 20 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება, სადაც მსოფლიო მასშტაბით გამარჯვებული ყველა კომპანია იქნება წარმოდგენილი, დაჯილდოვებაზე გაიჟღერებს არა მხოლოდ "კონტინენტ კრონ პალასი"-ს არამედ საქართველოს სახელი.

"BID“ (Business Initiative Directions) 1986 წელს დაფუძნდა, რომელიც ერთ-ერთი პირველი არის ბიზნეს ორგანიზაციებში ხარიხსის ნიშნის (QC100 TQM) დანერგვასა და ხარიხსის მართვის პროგრამების შემუშავებაში მსოფლიო მასშტაბით.

სასტუმრო "Continent Cron Palace Tbilisi"-ი ორი წელია მუშოაბს ქართულ ტურისტულ ბაზარზე, ის სასტუმროების საერთაშორისო ბრენდის "კონტინენტის“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველში.
 



20.მაისი.2018 14:00
282

გაყინული ფრინველის ხორცის შეფუთვა დახლებზე სავალდებულო ხდება

ვრცლად
20.მაისი.2018 10:00
455

"ბანკების დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ ისეთივეა, როგორიც წლების წინ"

ვრცლად
19.მაისი.2018 18:28
353

"ბადაგონის" წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა

ვრცლად
19.მაისი.2018 18:19
846

"კოკა-კოლის" ახალი ქარხნის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება

ვრცლად
19.მაისი.2018 17:30
446

ჰერბია: ქართველი ფერმერები მიწოდებაში უწყვეტობას ვერ ვინარჩუნებთ

ვრცლად
19.მაისი.2018 16:30
229

თხილის ექსპორტიორებს შემოდგომიდან HACCP-ის დანერგვა მოუწევთ

ვრცლად