"კომპანიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გადავიდნენ ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე", - ამის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალიტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, Microsoft-თან ურთიერთობისას მთავრობამ აღნიშნა, რომ რეფორმა თანმიმდევრული უნდა იყოს.
"საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კარგი პროგრესი გვქონდა შარშან. მოვაწერეთ Microsoft-თან ხელშეკრულებას ხელი, რომლის მიხედვითაც, პრაქტიკულად მთელს მთავრობას აქვს ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა.
თუმცა ჩვენ არა ერთხელ Microsoft-თან ურთიერთობაში აღვნიშნეთ, რომ მთლიანად ქვეყნის რეფორმის ფარგლებში, უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და კომპანიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გადავიდნენ ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესის ნაწილი Microsoft-ის ლიცენზირებულ სისტემაზე გადასვლის პერიოდში, მაღალ დანახარჯებზე საუბრობს.
ლაშა პაპაშვილი: წლიურად ქვეყნიდან 1 მილიარდი უნდა გავიდეს, რომ Microsoft-ის მოხმარება "გათეთრდეს"
ლაშა პაპაშვილი: წლიურად ქვეყნიდან 1 მილიარდი უნდა გავიდეს, რომ Microsoft-ის მოხმარება "გათეთრდეს"