მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კიდევ ერთხელ ვადასტურებ მთავრობის მხრიდან კერძო სექტორის უპირობო მხარდაჭერას"

56aa5747b7336
BM.GE
28.01.16 21:44
1254
„კიდევ ერთხელ ვადასტურებ მთავრობის მხრიდან კერძო სექტორის უპირობო მხარდაჭერას. სწორედ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის პროგრესის მამოძრავებელი ძალა და მთავრობა დიდად აფასებს თქვენს საქმიანობას და წვლილს ქვეყნის განვითარებაში,“ – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის მე-11 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას.
 
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა შეკრებილებს მთავრობის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო.

„საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ტექნიკური მოთხოვნა. ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო მხარდაჭერის, ევროპის სახელმწიფოების მხარდაჭერის კონსოლიდაციაზე, რათა წარმატებით დავასრულოთ ეს მნიშვნელოვანი პროცესი და საქართველოს მოქალაქეთათვის დაწესდეს უვიზო მიმოსვლა. ამას ჩვენ განვიხილავთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განუყოფელ ნაწილად, რომლითაც დაიწყო ახალი ეპოქა საქართველოს განვითარებაში. თავისუფალი ვაჭრობა და თავისუფალი მიმოსვლა ურთიერთდაკავშირებულია და მნიშვნელოვანია საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რათა მათ განახორციელონ ვიზიტები ევროპაში და მოსინჯონ ახალი შესაძლებლობები ადგილობრივ ბაზრებზე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.