მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევა იწყება

BM.GE
17.09.18 10:25
867
სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მოსახლეობის მასშტაბურ კვლევას იწყებს. რომლის მიზანია საქართველოში ოჯახების, ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემების შეგროვება. კვლევა საქართველოში 2018 წელს 20 სექტემბერიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება და ქვეყნის მასშტაბით 14,000-ზე მეტ ოჯახთან ინტერვიუებს, სასმელი წყლის ხარისხის დადგენას და 2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმებას ითვალისწინებს.

სტუმრები: გოგიტა თოდრაძე, "საქსტატი", აღმასრულებელი დირექტორი;
თინა ბაუმი, გაეროს ბავშვთა ფონდი, სოციალური პოლიტიკის სპეციალისტი