მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხების განულების პროგრამა

BM.GE
30.11.18 11:34
2592
დაახლოვებით ორ კვირაში ამ დრომდე ოფიციალურად არსებული ინფორმაციით 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის ვადაგადაცილებული საბანკო დავალიანების განულება უნდა დაიწყოს. საუბარია იმ პირებზე, რომელთა სესხის ძირი თანხა 2000 ლარს არ აღემატება. პირველადი განცხადებების მიხედვით 1.5 მლრდ ლარის ჯამური ღირებულების უიმედო სესები უნდა დაიფაროს და ამას ფონდი ქართუ აფინანსებს. თუმცა ჯერ სრული ინფორმაცია იმაზე, თუ ვისგან გამოისყიდა ე.წ პრობლემური სესხების პორტფელი ფონდმა ჯერ არ გვაქვს. არც ის არის საჯარო და ღია რა უჯდება ქართუს ამ პორტფელების შეძენა და რომელ საფინანსო ორგანიზაციებთან უკვე შედგა ან ვისთან ჯერ ისევ მოლაპარაკების რეჟინია ფასთან დაკავშირებით.

სტუმარი: უჩა სარალიძე - "იშბანკი საქართველოს" ფინანსური დირექტორი