08.აპრილი.2016 14:47
ბიზნესი

"ჯიპიაი ჰოლდინგი" დასაქმების მასშტაბურ პროგრამას იწყებს და 200 ვაკანსიას აცხადებს

"ჯიპიაი ჰოლდინგი" დასაქმების მასშტაბურ პროგრამას იწყებს და 200 ვაკანსიას აცხადებს
სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" დასაქმების მასშტაბურ პროგრამას იწყებს და პროექტის ფარგლებში 200 ვაკანსიას აცხადებს გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. კანდიდატებს სთავაზობს უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესში. კანდიდატების შერჩევა მოხდება 21 აპრილს დასაქმების ფორუმზე, რომელიც გაიმართება ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში, 10:00 – 18:00 საათამდე. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაიაროს გასაუბრება და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
 
"არ არსებობს მკაცრი მოთხოვნები სამუშაო გამოცდილების ან სპეციფიკური განათლების კუთხით. ნებისმიერ კანდიდატს, რომელიც არის 25 წელს ზემოთ, ენერგიული და შრომისმოყვარე, აქვს შანსი, დასაქმდეს „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ში და შეიქმნას წარმატებული კარიერა", - განმარტავენ უწყებაში.

ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების შერჩევას და შერჩეული კანდიდატების "ჯიპიაი ჰოლდინგი“-სათვის გაგზავნას.

"სამინისტროს ამოცანაა სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობის სერვისების მიწოდებაზე. ამ სერვისებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე არსებული სამუშაოს მაძიებლებისათვის და დამსაქმებლებისათვის საშუამავლო მომსახურების გაწევა. დღეისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს დაახლოებით 60 000 სამუშაოს მაძიებელი ჰყავს დარეგისტრირებული მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია, ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობის განვითარებით ხელი შეუწყოთ სამუშაოს მაძიებლებს დასაქმებაში", - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.



16.თებერვალი.2019 11:20
1808

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
148

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2343

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
120

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
986

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
855

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად