13.მარტი.2018 17:31
ეკონომიკა

"ისრაელიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა"

"ისრაელიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა"
გასულ წელს ისრაელიდან საქართველოს 130 ათასი ტურისტი ესტუმრა, რაც 40-50%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ისრაელი-საქართველოს ბიზნესპალატის ხელმძღანელმა, "ისრაელის სახლის" დამფუძნებელმა, იციკ მოშემ "საქმის კურსში" განაცხადა.

"ჩვენ გვჯერა, რომ თუ ვიმუშავებთ ორმხრივად სწორი მიმართულებით, ეს მაჩვენებლი 200 ათასამდე გაიზრდება, რაც ნიშნავს რომ საქართველო 200 მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებს წელიწადში.

იმისთვის, რომ ტურიზმში მოხდეს გარღვევა და 100 ათასიდან რაოდენობა 200 ათას ტურისტამდე გაიზარდოს, საჭიროა ახალი პროდუქტების შექმნა და მეტი ინფორმაციის მიწოდება ისრაელის მხარისთვის.

ჩვენ კულტურის სამინისტროსთან და ევროსაბჭოსთან ერთად შევქმენით ახალი პროდუქტი, "ებრაული მემკვიდრეობის მარშრუტი", რომელიც ძალიან საინტერესო პროექტია, უფრო მეტად საინტერესო მსოფლიოს ებრალებისთის, ვიდრე ისრაელის ებრალებეისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისრაელიდან ჩამოსულმა ორმოცმა ტურისტულმა კომპანიამ დიდი ინტერსი გამოხატა ამ პროექტის მიმართ. ჩვენ დავგეგმეთ კიდევ ერთი შეხვედრა მაისში და გავაცნობთ ამ პროდუქტს რამოდენიმე წამყვან კომპანიას, ვფიქრობ ეს პროექტი გაზრდის ტურისტების შემოყვანას საქართველოში", - განაცხადა იციკ მოშემ.

მისივე განმარტებით, ის ადამიანები ვისაც აინტერესებთ ებრაული მემკვიდრეობა, განსხვავებულ სეგმენტს მიეკუთვნებიან.

"ეს სხვა დონის ადამიანები არიან, სხვა შესაძლებლობის, საქართველოში არ ჩამოდიან არც კაზინოსთვის და არც მხოლოდ იმისთვის, რომ ლობიო ჭამონ, ესენი არიან შეძლებული ხალხი, რომლებიც შეიძლება სხვა საქმეშიც გამოადგნენ საქართველო-ისრაელის კავშირებს, ამიტომ ჩვენ ძალიან გვინდა ამ პროდუქტის განვითარება", - განაცხადა იციკ მოშემ.










ავტორი: მაია ბიწაძე



11.დეკემბერი.2018 20:00
92

„ბადაგონი“: საქართველოდან ექსპორტზე ყველაზე მეტი ღვინო ჩვენ გავიტანეთ

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 18:59
139

გიორგი ქობულია: „ინვესტორებთან მუშაობა ცოტა სხვა დონეზე უნდა „ავწიოთ“

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 18:41
542

თიბისი ჯგუფი “ქართულ ამაზონს“ ქმნის

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 18:30
109

BP საქართველოს ტოპ ინვესტორია - რა პროექტი განახორციელა კომპანიამ 2018 წელს

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 18:24
55

„წლების განმავლობაში დაცარიელებულ მთაში ხალხის დაბრუნება სახელმწიფოს დიდი ამოცანაა“

ვრცლად
11.დეკემბერი.2018 18:10
233

სოციალურად დაუცველებისთვის ვალების ჩამოწერას მისო-ებს არ დაუბეგრავენ

ვრცლად