მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ISIS"-ის მებრძოლებმა, ნავთობის არალეგალური გაყიდვით, 500 მილიონი დოლარი მიიღეს

566a76372fe67
BM.GE
11.12.15 11:03
1303
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსან ადამ შუბინის განაცხადაებით, ისლამური სახელმწიფოს (ISIS) მებრძოლებმა, სირიის და ერაყის ბანკებიდან $500 მლნ მიიღეს ნავთობის არალეგალური გაყიდვით და $1 მლრდ-მდე თანხა მოიპარეს. "მათ $500-ზე მეტი მიიღეს შავ ბაზარზე ნავთობის გაყიდვით და კიდევ $500 მლნ-დან $1 მლრდ-მდე მოიპარეს ერაყში და სირიაში დაპყრობილი ბანკების საცავებიდან", - განაცხადა შუბინმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მილიონობით დოლარი ტერორისტებმა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისგან მიიღეს, ძირითადად ძალადობრივი გზებით.