14.იანვარი.2016 19:06
საფინანსო სექტორი

"იმედია, თებერვლის პირველივე კვირაში ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა მოხერხდება"

"იმედია, თებერვლის პირველივე კვირაში ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა მოხერხდება"
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმედს გამოთქვავს, რომ პარლამენტში ბანკის წლიური ანგარიშის მოსმენა თებერვლის პირველივე კვირაში მოხდება. გიორგი ქადაგიძემ "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აღნიშნა, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადება მისთვის გასაკვირი იყო.
 
„საკმაოდ გაკვირვებული დავრჩი დღეს, როდესაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება მოვისმინე, რომ ეს საკითხი საინტერესო აღარ არის.

შეგახსენებთ, რომ ერთ წელზე მეტია საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გვემუქრებიან. ალბათ, უფრო სერიოზულები რომ ვიყოთ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ტრიბუნა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, რაც პირველ რიგში, საინტერესოა მოსახლეობისა და დეპუტატებისთვის. იმ ძალიან რთული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, იმ მოვლენების ფონზე, რაც რეგიონში ვითარდება, ჩემთვის ძალიან გასაკვირია ის, რომ რიგ დეპუტატებს სურვილი არ აქვთ, რომ ეროვნული ბანკის ანგარიში მოისმინონ. მით უფრო, რომ ჩვენი ყველა პროგნოზი პრაქტიკულად გამართლდა. უამრავი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ცენტრალური ბანკებიდან ჩამოდიან საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად და ამ დროს ალბათ ეს უნდა იყოს მთავარი ტრიბუნა, სადაც ყველა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხს განვიხილავთ.

მე პარლამენტის თავმჯდომარესთან კომუნიკაცია მაქვს და იმედს გამოვთქვავ, რომ თებერვლის პირველივე კვირაში ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა მოხერხდება“, - განაცხადა ქადაგიძემ.



17.ივლისი.2018 20:00
39

"თუ ჩვენი მოსაზრებები არ იქნება გათვალისწინებული, ნეგატიური შედეგები გარდაუვალია"

ვრცლად
16.ივლისი.2018 20:20
116

"კაპიტალის ბაზრის განვითარებაში ინტერესთა კონფლიქტზე ვერაფერს გეტყვით"

ვრცლად
16.ივლისი.2018 18:08
17

ქართული ევროობლიგაციების მიმოხილვა

ვრცლად
16.ივლისი.2018 18:07
26

ქართული კომპანიების აქციების ფასი

ვრცლად
16.ივლისი.2018 16:27
29

დააზღვიე და დასაჩუქრდი - თიბისი დაზღვევა ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს

ვრცლად
16.ივლისი.2018 14:04
97

"ტერაბანკის" ველო ტრანსპორტით ქალებზე ხშირად კაცები გადაადგილდებიან

ვრცლად