30.აპრილი.2016 15:16
ეკონომიკა

"ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად სანებართვო დოკუმენტაციის გაცემის პროცესში გარკვეული შეფერხებებია"

"ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად სანებართვო დოკუმენტაციის გაცემის პროცესში გარკვეული შეფერხებებია"
"გროს ენერჯი ჯგუფის" დირექტორის ანგული ტყებუჩავას განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად სანებართვო დოკუმენტაციის გაცემის პროცესში გარკვეული სირთულეებია.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" ტყებუჩავამ განუცხადა, ეს სირთულეები უფრო ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული, ვიდრე - სუბიექტური.

"მარტივი არ არის დიდი თანხის შემოჭრა და ათვისება - ამას რესურსი სჭირდება. ასეთ პატარა ქვეყანაში მილიარდობით ინვესტიციების განხორციელება ჩემი აზრით, სხვა რამეებს გამოიწვევს და ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აკონტროლებენ, ისინი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებენ. ეს ტარიფებზეც მოქმედებს შემდეგ. ალბათ, ამიტომ უწევს მთავრობასაც, ეს საკითხი დაარეგულიროს და მართოს. ამის გამო გარკვეული შეფერხებებია ნებართვების გაცემის პროცესში. რა თქმა უნდა, ბაზარი თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ ამ ნაწილში ჩვენმა სახელმწიფომაც რაღაც ეტაპები უნდა გაიაროს“, - განაცხადა ტყებუჩავამ და დასძინა, რომ „არსებულის ცვლილება ასე სწრაფად არ ხდება".

"დრო უნდა ყველაფერს, მაგრამ ეს პროცესი წინ რომ მიდის, ფაქტია. თუნდაც ჩვენს მაგალითზე გეტყვით - ჩვენი ბრუნვა გაიზარდა", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება გენერაციის ახალი ობიექტების ელექტროსისტემის ქსელში ერთბაშად ჩართვის გავლენას სამომხმარებლო ტარიფზე, როგორც ანგული ტყებუჩავა განმარტავს, შეიძლება ესაც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გარკვეული პროექტების დასაწყებად ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან სანებართვო დოკუმენტაციების გაცემა ჭიანურდება.

"ესაც გასათვალისწინებელია, მაგრამ ჯერ-ჯერობით გრაფიკიდან პროცესი ამოვარდნილი არ არის. ახლა ჯერი მიმდგარია ტარიფების შეთანხმებაზე, რომელზეც სახელმწიფომ ერთიანი მიდგომა უნდა გამოიმუშაოს. დღეს ეს პროცესია, რაც ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ თვეში დასრულდება და ახალი სატარიფო მიდგომა გვექნება", - განაცხადა ანგული ტყებუჩავამ.
ავტორი: დავით ჯალაღონია



20.მარტი.2019 19:20
16

რა გამოწვევების წინაშეა მცირე და საშუალო ბიზნესი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე?

ვრცლად
20.მარტი.2019 18:53
84

„მთავრობა მიზანმიმართულად ისწრაფვის, რომ ქვეყანა გარდაქმნას რეგიონალურ ჰაბად“

ვრცლად
20.მარტი.2019 18:29
202

საერთაშორისო ტენდერი დასრულდა - ანაკლიის პორტს ამწეებს Hyundai Samo Heavy Industries მოაწვდის

ვრცლად
20.მარტი.2019 18:21
154

ქობულიამ ბელარუსის ვიცეპრემიერთან ერთობლივი ქირურგიული ცენტრის შექმნაზე ისაუბრა

ვრცლად
20.მარტი.2019 17:39
347

ვიცეპრემიერმა ანაკლიის პორტზე სასაუბროდ პარლამენტში მისვლა ითხოვა - „გთხოვთ, მომისმინოთ“

ვრცლად
20.მარტი.2019 17:21
283

ხვალ, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

ვრცლად