18.მარტი.2016 13:41
ეკონომიკა

"გუშინ ჩვენს ეკონომიკაში სამი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რომელიც პროგრესზე მიუთითებს"

"გუშინ ჩვენს ეკონომიკაში სამი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რომელიც პროგრესზე მიუთითებს"
პრეზიდენტის ახალმა მრჩევემა ეკონომიკურ საკითხებში, მაია მელიქიძემ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" ლარის გამყარების რამდენიმე მიზეზი დაასახელა. მელიქიძე ამბობს, რომ გამყარებაზე გავლენა, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებამ, პოზიტიურმა მოლოდინებმა და ეკონომიკური ინსტიტუტების გუნდურად მუშაობის გაცხადებამ იქონია.
 
"გუშინ ჩვენს ეკონომიკაში სამი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რომელიც პროგრესზე მიუთითებს.

პირველი გახლავთ ეროვნული ბანკის მიერ, სავალუტო აუქციონზე 5 მილიონი დოლარის შესყიდვა. ეს იყო პირველი შემთხვევა 2014 წლის აგვისტოდან. აქამდე ეროვნული ბანკი უმეტესად ინტერვენციებით იყო დაკავებული. გასულ წელს მან 9 ინტერვენცია განახორციელა.

ეროვნული ბანკი უკვე იწყებს რეზერვების შევსებას. შეიძლება ითქვას, მის გაზრდას, თუმცა მას რეზერვები საკმარისი აქვს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა უფრო მზარდი ტრენდით ხასიათდება.

ასევე, გუშინ გავრცელდა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის განცხადება. ის 2015 წლის დეკემბერში აცხადებდა, რომ 2016 წელს ოთხჯერ გაზრდიდა ძირითად საპროცენტო განაკვეთს. მან ეს პროგნოზი შეცვალა და განაცხადა, რომ განაკვეთს 2016 წლის განმავლობაში გაზრდის ორჯერ.

ეს ჩვენთვის დამაიმედებელი ფაქტორია, რადგან მოგეხსებათ დოლარი მყარდებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით რაც ავტომატურად აისახა ჩვენს ქვეყანაზეც. თუ ამერიკის შეერთებული შტატები ცოტა ხნით შეანელებს გამყარების პროცესს, ეს რა თქმა უნდა აისახება ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც და მის გაუფასურებაზეც.

ეროვნულმა ბანკმა და სახელმწიფო ინსტიტუტებმა ერთობლივი მუშაობით, უნდა მოახდინოს ეკონომიკის პროგრესი. დღეს ეს გუნდური მუშაობა, პრეზიდენტის, სამთავრობო და ეროვნული ბანკის მხრიდან არის უკვე შეკრული. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უკვე ჰქონდა შეხვედრა სამთავრობო გუნდთან და პრემიერთან, ჩვენ ვაპირებთ ერთობლივად ვიმუშავოთ", - განაცხადა მელიქიძემ.



20.ნოემბერი.2018 09:00
17

როგორ უნდა გაიზარდოს ეკონომიკა საქართველოში - IMF-ის რეკომენდაციები

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 23:58
829

პრემიერი საპენსიო სესხებზეც ახალ ინიციატივას აანონსებს

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 21:00
119

"1.5 მილიარდი ლარი, შეიძლებოდა უკეთეს ინიციატივას მოხმარებოდა"

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 19:20
88

რძის, ხორცისა და კვერცხის წარმოება იზრდება

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 19:00
100

ნიკოლოზ გაგუა: ბოლო წლებში, ასობით სახელმწიფო საწარმოს ოპტიმიზაცია განხორციელდა

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 17:09
770

ლარი გამყარდა

ვრცლად