13.ივნისი.2018 19:07
საზოგადოება

"გუნდის ხელმძღვანელს წარმატებას ვუსურვებ"

"გუნდის ხელმძღვანელს წარმატებას ვუსურვებ"
„ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე და მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღო გუნდის ხელმძღვანელს.“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. მანვე გუნდის წევრებს და გუნდის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა.

„ მინდა მადლობა გადავუხადო იმ უამრავ კარგ ადამიანს, ვინც ამ პერიოდში გავიცანი. მინდა ჩემ თანამშრომლებს გათენებული ღამეებისთვის გადავუხადო მადლობა. მინდა მადლობა ვუთხრა მინისტრებსა და საპარლამენტო გუნდს და რა თქმა უნდა პარტიის თავმჯდომარეს, რომ მომეცა საშუალება მემუშავა ამ პოსტზე. მინდა გუნდის ხელმძღვანელს ვუსურვო წარმატება ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმულ ყველა ნაბიჯში .

მინდა აუცილებლად ავღნიშნო, რომ ბოლო თვეებში იყო რიგი საკითხები, რომელშიც მქონდა პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. არასდროს მოვრიდებივარ პოლემიკას. დღეს არის ის მომენტი როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება გუნდი დააკომპლექტოს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



18.ივნისი.2018 21:00
5

როგორ მივიღოთ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში?

ვრცლად
18.ივნისი.2018 20:00
10

გამოცდების და ტესტირების პროცესს ვიდეოსათვალთვალო კამერები გააკონტროლებს

ვრცლად
18.ივნისი.2018 19:20
299

ვინ დგას კომპანია QNET უკან?

ვრცლად
18.ივნისი.2018 18:24
15

ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია იგეგმება

ვრცლად
18.ივნისი.2018 17:40
77

ახალი მთავრობა სპორტული ტურიზმის სტრატეგიას შეიმუშავებს

ვრცლად
18.ივნისი.2018 17:25
54

მასწავლებელთა მოსამზადებლად ინტეგრირებული პროგრამა დაინერგება

ვრცლად