25.აპრილი.2016 09:52
ეკონომიკა

"გროს ენერჯი ჯგუფი": საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პროექტების ინჟინრების დეფიციტია

"გროს ენერჯი ჯგუფი": საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პროექტების ინჟინრების დეფიციტია
„გროს ენერჯი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ანგული ტყებუჩავას განცხადებით, საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პროექტების ინჟინრების დეფიციტია.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" ანგული ტყებუჩავამ განუცხადა, კომპანიას სპეცილიასტების მოძიება უჭირს და ამიტომ საკუთარი ხარჯებით კადრების გადამზადებას ახორციელებს და 2011 წლიდან დღემდე 12 ახალგაზრდა გეოლოგი გადაამზადა.

"ძალიან რთული სიტუაციაა კადრებთან დაკავშირებით. მათ მომზადებაში გარკვეული წყვეტა მოხდა. ჩვენ მზად ვართ, რომ დღეს კარგი სპეციალისტი მივიღოთ და მაღალი ანაზღაურება გადავუხადოთ. მაგალითად, აჭარის წყალზე ჩვენ 18 ექსპერტი გვყავს დასაქმებული. მათ 3000-დან 4000 ლარამდე აქვთ ხელფასი. ასეთი მოთხოვნადი დარგია ჰიდროტექნიკური ნაგებობის პროექტირება და ზედამხედველობა, მაგრამ ძველი კადრების გამოყენება გვიხდება და როდემდე გავძლებთ, არ ვიცით. ჩვენ იძულებულები ვართ, ზოგიერთი ჰუმანიტარული დარგის ახალგაზრდა სპეციალისტი გადავამზადოთ, ვინც უცხო ენას ფლობს. ჩვენ ძველი, ასკოვანი, გამოცდილი კადრები გვყავს. მაგალითად, გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსი ვაჟა ჭუმბურიძე 89 წლის ბრძანდება. ის ცნობილი ინჟინერია. ენგურის კაშხლის პროექტირება რომ დაიწყო, 1956 წლიდან მუშაობდა გეოლოგად“", - განაცხადა ტყებუჩავამ.

მისივე თქმით, ენერგეტიკული პროექტების მომზადების და დაგეგმვის კუთხით მომუშავე კომპანიების ნაწილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და კურსდამთავრებულებს სტაჟირებაზე იწვევს, რის შემდეგაც სპეციალისტების გარკვეული ნაწილი ადგილზე აგრძელებს მუშაობას.
ავტორი: დავით ჯალაღონია



16.თებერვალი.2019 20:10
1205

როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?

ვრცლად
16.თებერვალი.2019 19:30
1336

ბიზნესომბუდსმენი: "ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიფრთხილე სჭირდება"

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:30
1467

გაზსაცავის წინასამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში იგეგმება

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:00
1567

რა თანხა დაიხარჯა ონში უხარისხოდ დაგებულ გზებზე? – აუდიტის დასკვნა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:40
1916

2018 წლის იანვართან შედარებით, ქარის სადგურის გამომუშავება 8%–ით შემცირდა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:00
935

მთავრობა ქარსაცავი ზონების მოწესრიგებისთვის კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს

ვრცლად