14.აპრილი.2016 18:26
ეკონომიკა

"გლდანის თავისუფალი ეკონომიკური ზონიდან მოგება ოფშორებზე დაილექება"

"გლდანის თავისუფალი ეკონომიკური ზონიდან მოგება ოფშორებზე დაილექება"
თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, სადაც Bitfury-ი ბიტკოინს მოიპოვებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოფშორულ ზონას უწოდებს. თემაზე “ბიზნესკონტაქტთან“ პეტრე ცისკარიშვილი საუბრობს.
 
- ბატონო პეტრე, რატომ ფიქრობთ, რომ ეს ოფშორული ზონაა?

- უპირველესი, რასაც აღვნიშნავ ის არის, რომ 18 ჰექტარი მიწა თუ არ ვცდები 1 ლარად შეიძინეს, რომელიც ღარიბაშვილის ბრძანებით გადაეცათ, გადასახადებს არ იხდიან, დასაქმება მინიმალურია. უბრალოდ ფულის საშოვნელად განხორციელებული პროექტია. დენზე შეღავათიანი ტარიფები აქვთ. ოფშორი ეს პირობითი სახელია, თორემ ეს არის შეღავათიანი პირობებით ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ჯგუფისთვის შექმნილი ზონა, სადაც ისინი ფულის შოვნას აპირებენ.

- თქვენ ყურადღება გამახვილეთ სხვადასხვა ტიპის შეღავათებზე, თუმცა ამ ტიპის ზონები თავისთავად არ გულისხმობს ასეთი ტიპის შეღავათების დაწესებას ინვესტორებისთვის?

- გულისხმობს და ეს კანონი ჩვენ დროს მივიღეთ, თუ არ ვცდები 2008 წელს, რომ ინვესტიციები მოგვეზიდა, სამუშაო ადგილები შექმნილიყო, მაგრამ აქ ჩვენ ძირითადად პოლიტიკურ ზეგავლენასთან გვაქვს საქმე და ე.წ. ბრალდებებიც პოლიტიკურია, იმიტომ რომ არაფორმალური ქვეყნის დეფაქტო მმართველი ამ კანონმდებლობას თავის თავზე ირგებს, მათ შორის ამ ინდუსტრიულ ზონას, იმიტომ რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხარ და ციხისძირიდან მოგინდება ხე გადარგო გადარგავ, თბილისში მოგინდება რაღაც პანორამა ააშენო და ააშენებ.

ბიძინა ივანიშვილი რომ დგას მათ უკან თვითონ თუ არ ადასტურებენ, მგონი საღი აზრით, ადვილი გამოსაცნობი უნდა იყოს ვის შეიძლება 18 ჰექტარი მიწა 1 ლარად მისცენ, ვის შეიძლება ასეთი შეღავათები დაუწესონ, ვის აქვს უფლება, რომ თავის გემოზე მოირგოს კანონმდებლობაც და დანარჩენი ყველაფერი.

- 2 წლის წინ მსგავსი საპროცესინგო ცენტრი გორშიც გაიხსნა, მაშინ რატომ არ გამოხვედით და არ ისაუბრეთ?

- რამდენადაც მე ინფორმირებული ვარ, ჩვენ არ ვიცოდით გორში არის თუ არა ამ ტიპის შეღავათები და გადასახადები, ანუ ბიზნესიდან რა ხეირი შეიძლება მიიღოს სახელმწიფომ.

ამ შემთხვევაში, ქვეყანას არაფერი არ რჩება, ის მოგება ოფშორებზე დაილექება, ხალხი პრაქტიკულად არ საქმდება, გადასახადებს არაფერს იხდის და მხოლოდ ელექტროენერგია თან ძალიან დიდი რაოდენობით მთლიანი სისტემიდან მიაქვს, მოიხმარს ამას, თვითონ ფულს შოულობენ და ამის პოზიტიური ეფექტი ქვეყნისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის, მინიმიზირებულია. როდესაც ეს კაცი ყველაფერს თავის თავზე ირგებს, ამით სხვა ინვესტორებს აფრთხობს.



22.თებერვალი.2019 12:21
75

„საპენსიო დანაზოგების დეპოზიტზე გადატანა სიტუაციამ მოიტანა“

ვრცლად
22.თებერვალი.2019 12:10
100

ფადი ასლი ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადაწყვეტილებაზე: „არ მგონია, რომ სხვა გზა იყო“

ვრცლად
22.თებერვალი.2019 11:29
178

“ევროკავშირი სიღრმისეულად აკვირდება ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს"

ვრცლად
22.თებერვალი.2019 11:20
791

TBC- ის აქციები 9.5%-ით გაიზარდა, რაც IPO-ს შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია

ვრცლად
22.თებერვალი.2019 11:00
359

3-ჯერ ჩაშლილი ტენდერი ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის

ვრცლად
22.თებერვალი.2019 10:41
1185

საქართველოში საერთაშორისო სასტუმროების ოპერატორი Kerten Hospitality შემოდის

ვრცლად