13.ივნისი.2018 20:19
საზოგადოება

"გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არავისთვის იქნება სასარგებლო"

"გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არავისთვის იქნება სასარგებლო"
„ქვეყანა ამით არ დაინგრევა, მაგრამ გულახდილად გეტყვით, რომ მე მეწყინა“, - ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას. ბიზნესმეი ამბობს, რომ კვირიკაშვილის გადადგომა სასარგებლო არავისთვის იქნება.

„რეალურ სიმართლეს თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება გიორგი კვირიკაშვილმა, ამას ჩვენ ვერ გავიგებთ.

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არავისთვის იქნება სასარგებლო.
მე ხომ მარტო ბიზნესმებს არ ვიცნობ, არა მარტო ბიზნესი - მის მიმართ ყველა პოზიტიურად იყო განწყობილი.

სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება ყურადღებას არ აქცევს, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც 1 საათის უკან საუბრობენ რომ გიორგი კვირიკაშვილის გადადგმა არის შეუძლებელი, რომ ის არის დადებითი პიროვნება, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ პოლიტიკოსები იტყუებიან.

რომ გადახედოთ ბოლო სამი დღის განცხადებებს მიხვდებით რომ ესენი პოლიტიკოსები არ არიან. არც ვიცი რა სპეციალობა მივანიჭო მათ (პოლიტიკოსებს). უამრავ ადამიანს ვხვდები, მაგრამ ასეთი არ ვიცი. ამდენი არასწორი ინფორმაცია, თანაც დაბეჯითებითი არასწორი ინფორმაცია არსად გამიგია.

ქვეყანა ამით არ დაინგრევა, მაგრამ გულახდილად გეტყვით, რომ მე მეწყინა, რადგან ვფიქრობ რომ ჩვენმა ქვეყანამ მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ გამოიყენა. მსი პოტენციალი გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ჩვენ ვნახეთ.

გადახედეთ თუნდაც მის მოღვაწეობას ქვეყნის გარეთ. მას არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა ნებისმიერ სახელმწიფო მოღვაწესთან საგარეო ურთიერთობებში.

გიორგი კვირკაშვილი იყო ევროპული სტანდარტის პრემიერი“, - ამბობს ჭყონია.




16.აგვისტო.2018 19:00
1971

დეკემბრიდან თბილისში „უპატრონო ცხოველების“ გამოსაკვები აპარატები გამოჩნდება

ვრცლად
16.აგვისტო.2018 15:53
344

სუს-მა „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობის შესწავლა დაიწყო

ვრცლად
16.აგვისტო.2018 14:08
1488

სერგეი შამბა: ბათუმი მაინც მაღალი დონეა

ვრცლად
16.აგვისტო.2018 14:08
456

ფინანსისტის რჩევა: როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა ლარის რყევების დროს

ვრცლად
16.აგვისტო.2018 13:30
180

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ჩვენი თვითმიზანი სასტუმროების დახურვა არაა

ვრცლად
15.აგვისტო.2018 19:53
618

მერია 152 სტარტაპერს ბიზნეს-გეგმის დაწერას და ინვესტორის მოძიებას დაუფინანსებს

ვრცლად