13.ივნისი.2018 20:19
საზოგადოება

"გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არავისთვის იქნება სასარგებლო"

"გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არავისთვის იქნება სასარგებლო"
„ქვეყანა ამით არ დაინგრევა, მაგრამ გულახდილად გეტყვით, რომ მე მეწყინა“, - ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას. ბიზნესმეი ამბობს, რომ კვირიკაშვილის გადადგომა სასარგებლო არავისთვის იქნება.

„რეალურ სიმართლეს თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება გიორგი კვირიკაშვილმა, ამას ჩვენ ვერ გავიგებთ.

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არავისთვის იქნება სასარგებლო.
მე ხომ მარტო ბიზნესმებს არ ვიცნობ, არა მარტო ბიზნესი - მის მიმართ ყველა პოზიტიურად იყო განწყობილი.

სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება ყურადღებას არ აქცევს, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც 1 საათის უკან საუბრობენ რომ გიორგი კვირიკაშვილის გადადგმა არის შეუძლებელი, რომ ის არის დადებითი პიროვნება, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ პოლიტიკოსები იტყუებიან.

რომ გადახედოთ ბოლო სამი დღის განცხადებებს მიხვდებით რომ ესენი პოლიტიკოსები არ არიან. არც ვიცი რა სპეციალობა მივანიჭო მათ (პოლიტიკოსებს). უამრავ ადამიანს ვხვდები, მაგრამ ასეთი არ ვიცი. ამდენი არასწორი ინფორმაცია, თანაც დაბეჯითებითი არასწორი ინფორმაცია არსად გამიგია.

ქვეყანა ამით არ დაინგრევა, მაგრამ გულახდილად გეტყვით, რომ მე მეწყინა, რადგან ვფიქრობ რომ ჩვენმა ქვეყანამ მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ გამოიყენა. მსი პოტენციალი გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ჩვენ ვნახეთ.

გადახედეთ თუნდაც მის მოღვაწეობას ქვეყნის გარეთ. მას არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა ნებისმიერ სახელმწიფო მოღვაწესთან საგარეო ურთიერთობებში.

გიორგი კვირკაშვილი იყო ევროპული სტანდარტის პრემიერი“, - ამბობს ჭყონია.




20.ოქტომბერი.2018 14:15
520

„გირჩი“ კანაფის ფესტივალისთვის ემზადება - რა ხდება „დედაენის ბაღში“

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 12:45
750

საქართველოში რეპუტაციის მართვის კომპანია დაფუძნდა

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 19:23
353

ვისი მიზეზით განადგურდა მოცვის პლანტაციები ლაითურში?

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 19:00
3290

ხორგუაშვილი: 5 მიზეზი, რის გამოც ლარი უფასურდება

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 18:33
81

ვინ იხდის არასაყოფაცხოვრებო და საყოფაცხოვრებო ტარიფს?

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 18:00
2028

GWP: პირები, რომლებიც აქირავებენ ბინას, ეწევიან ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას

ვრცლად