მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიბერ-სპორტი, ანუ მეტი ვიდრე გართობა

BM.GE
12.11.21 09:24
727
დებატები იმის შესახებ არის თუ არა ვიდეო თამაშები რეალურად სპორტის სახეობა, დღემდე გრძელდება, მაგრამ იმაზე არავინ დაობს, რომ სფერო დღითიდღე მოთხოვნადი და შემოსავლიანი ხდება და უფრო მეტ მომხმარებელსაც იზიდავს ნებისმიერ პლატფორმაზე, იქნება ეს Twitch, თუ YouTube Gaming. სწორედ ამ პროცესებმა და მზარდმა ინტერესმა განაპირობა მსოფლიოში ისეთი სასწავლო კურსების შექმნა, რომელბიც დაინტერესებულ პირებს ასწავლიან თუ როგორ გახდნენ პროფესიონალი გეიმერები, კომენტატორები და მწვრთნელებიც კი. ამ დროს კი წინასწარი ვარაუდებით, მიმდინარე წლის ბოლომდე კიბერ სპორტის ღირებულება 710 მილიონ ევროს გადააჭარბებს. როგორ აფასებენ პროფესიოანი, ე.წ. გეიმერები ინდუსტრიას და რა ოდენობის შემოსავლებზეა საუბარი?