14.აპრილი.2016 12:55
ეკონომიკა

"გაზპრომთან" ხელშეკრულება ძველი პირობებით 2016 წლის 31დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს

"გაზპრომთან"  ხელშეკრულება ძველი პირობებით 2016 წლის 31დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს
საქართველოს მთავრობამ მოიწონა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი - შპს "გაზპრომ ექსპორტის“ და შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მომზადებული „საქართველოს ტერიტორიის გავლით ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მოცულობების და პირობების შესახებ“ 2003 წლის 30 მაისს გაფორმებული №2107-12/03-05 ხელშეკრულების დამატების №22 პროექტი.
 
დოკუმენტის თანახმად, ძალაში რჩება კონტრაქტის ძველი პირობები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს, სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტს მიიღებს.

აღნიშნული პირობებით, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 31დეკემბრის ჩათვლით.

ხელშეკრულების ოფიციალურად ძალაში შესასვლელად, მხარეებმა, შპს "გაზპრომ ექსპორტმა“ და შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ხელი უნდა მოაწერონ.

შეგახსნებთ: რუსული ენერგოკომპანია ქართულ მხარეს კონტრაქტის გადახედვას და ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას სთავაზობდა.



16.თებერვალი.2019 20:10
1052

როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?

ვრცლად
16.თებერვალი.2019 19:30
1176

ბიზნესომბუდსმენი: "ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიფრთხილე სჭირდება"

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:30
1311

გაზსაცავის წინასამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში იგეგმება

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:00
1415

რა თანხა დაიხარჯა ონში უხარისხოდ დაგებულ გზებზე? – აუდიტის დასკვნა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:40
1757

2018 წლის იანვართან შედარებით, ქარის სადგურის გამომუშავება 8%–ით შემცირდა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:00
933

მთავრობა ქარსაცავი ზონების მოწესრიგებისთვის კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს

ვრცლად