მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლეხები სადაზღვევო კომპანიებისგან შექმნილ ხელოვნურ ბარიერებზე საუბრობენ

BM.GE
07.05.19 14:56
750
გლეხები სადაზღვევო კომპანიებისგან შექმნილ ხელოვნურ ბარიერებზე საუბრობენ - ეს ინფორმაცია, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა გააჟღერა. მისი თქმით, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რასაც გლეხები ასახელებენ, ეს არის ხელოვნურად შექმნილი ბარიერები სადაზღვევო კომპანიისგან, რომ რაც შეიძლება გვიან დაიზღვეს ნაკვეთები. ინფორმაციისთვის, აგროდაზღვევის კომპონენტში სახელმწიფო 2014 წლის 1 სექტემბრიდან ჩაიერთო. პროგრამის განმახორციელებელია "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში და პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტო აფორმებს ხელშეკრულებებს საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზირებულ შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან, აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე ახდენს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას და მათ მონიტორინგს.


სტუმარი: დავით სონღულაშვილი- გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი