მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთავაზობს "აწარმოე საქართველოში" დიასპორას?

BM.GE
29.05.19 14:27
985
რას სთავაზობს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქართულ დიასპორას? – ეს თემა პარლამენტმა თავად სააგენტოს დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად განიხილა. მან დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს პროგრამით გათვალისწინებული იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რითაც შესაძლოა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა ისარგებლონ. ხიდურელის თქმით, სააგენტოს მიზანი ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების გატანა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა.