11.ოქტომბერი.2018 10:00
ეკონომიკა

"გამარტივებული შესყიდვები კორუფციის რისკებს შეიცავს"

"გამარტივებული შესყიდვები კორუფციის რისკებს შეიცავს"
გამარტივებული შესყიდვები კორუფციის რისკებს შეიცავს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი აცხადებს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უტენდერო (გამარტივებული) შესყიდვები შემცირებულია, პრობლემა დღის წესრიგში მაინც დგას.

„აუდიტის სამსახურის ანგარიშებსაც თუ შევხედავთ, აქ არის დეტალურად აღწერილი ის პრობლემები, რომლებიც კონკრეტულ უწყებებს სახელმწიფო შესყიდვებში აქვთ და თითქმის ერთნაირი დასკვნაა, რომ არ უდგებიან ეს ადამიანები სერიოზულად შესყიდვებს ან შეიძლება, შეგნებულად აკეთებს ამას ზოგიერთი უწყება იმისთვის, რომ გამარტივებული წესით სასურველ კომპანიებს დადონ ხელშეკრულებები, რაც კორუფციის რისკებს შეიცავს და ცუდია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამისთვის საჭიროა ადეკვატური რეაგირება. თვითონ აუდიტის სამსახური ხშრად აღნიშნავს, რომ ბევრი შემთხვევა იგზავნება პროკურატურაში, სადაც აღინიშნება ხოლმე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნიშნები, მაგრამ ჩვენ როგორც მათგან ვიცით, რეაგირება არის ძალიან დაბალი. თითქმის არ არსებობს შემთხვევები, როდესაც ასეთ ტიპის დასკვნები იგზავნება და ამაზე რეაგირება ხდება. რეალურად ეს არის პრობლემების ჯაჭვი, რომელიც შეილება ვიღაცას აწყობდეს, შესაბამისად, ვიღებთ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ფულის უყაირათოდ ხარჯვასთან“,- აცხადებს ლევან ნატროშვილი.

2017 წელს სახელმწიფო შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 3 მილიარდ 650 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან კი შესყიდვების 24% ტენდერის გარეშე ჩატარდა. შესაბამისად, სახელმწიფომ გამარტივებული შესყიდვის გზით 900 მილიონამდე ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი



20.ოქტომბერი.2018 14:15
484

„გირჩი“ კანაფის ფესტივალისთვის ემზადება - რა ხდება „დედაენის ბაღში“

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 13:28
417

თავისუფალი ვაჭრობის ეფექტი ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობაში

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 12:45
496

საქართველოში რეპუტაციის მართვის კომპანია დაფუძნდა

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 12:15
514

პრემიუმ კლასის კედების მწარმოებელმა "Cortex"-მა საბავშვო ხაზი დაამატა

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 11:27
191

მამუკა ბახტაძე ნოემბერში საქმიანი ვიზიტით ჩინეთს ეწვევა

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 10:24
451

FlyHelp-მა ავიაკომპანიებს 1500 საქმე მოუგო და 1 მლნ ლარის კომპენსაცია მიიღო

ვრცლად