29.აპრილი.2016 10:58
ეკონომიკა

"გაცვლითი კურსი თავის წონასწორულ წერტილშია და მკვეთრი გაუფასურება მოსალოდნელი არაა"

"გაცვლითი კურსი თავის წონასწორულ წერტილშია და მკვეთრი გაუფასურება მოსალოდნელი არაა"
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 7,5 %-მდე შემცირდა. თემაზე “საქმიან დილასთან“ "საზოგადოება და ბანკების" ეკონომიკური ანალიტიკოსი, გივი ადეიშვილი საუბრობს.
 
- ბევრისთვის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, ბევრიც ამ ყველაფერს ლოგიკურ ჩარჩოში სვამს, პირადად თქვენ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებდით?

- უნდა აღვნიშნოთ, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტი არის, როგორც რეფინანსირების განაკვეთი, ასევე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა. როგორც მოსალოდნელი იყო რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოხდა, ვინაიდან ინფლაციის განაკვეთი შედარებით მცირეა, ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელი. ასევე ის ფაქტორებია ამოწურული, რომლებსაც მომდევნო პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი უნდა გაეზარდა, ვინაიდან ჩვენ თუ ერთწლიან ჭრილში გადავხედავთ კურსის გაუფასურების ეფექტს, რომელიც ინფლაციაზე აისახებოდა ის ფაქტიურად ამოწურულია. თითქმის ერთი წლის წინ რა ნიშნულზეც იყო გაცვლითი კურსი იმ ნიშნულზეა, შედეგად მოსალოდნელი იყო ინფლაციის შემცირება.

- როგორ ფიქრობთ, ეროვნულმა ბანკმა რამდენად ზუსტად შეაფასა მაკროეკონომიკური ფონი?

- გაცვლითი კურსი თავის წონასწორულ წერტილშია და მკვეთრი გაუფასურება მოსალოდნელი არ არის, ასევე იმ სასაქონლო ჯგუფებზე მკვეთრი ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი, რომლის იმპორტსაც თუნდაც ჩვენ ვახდენთ ან ადგილზე ვაწარმოებთ. ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა მომდევნო პერიოდებში არ მოხდებოდა. ეროვნული ბანკი კომპეტენტურია, მონაცემები სრულად არის მასთან თუ რა მოხდება მომავალში და შესაბამისად, ჩემი მხრიდან შეფასება ვერ მოხდება თუ რამდენად კომპეტენტურად აფასებს მაკროეკონომიკურ ფონს. თუმცა, ეს მისი ფუნქციაა და დარწმუნებული ვარ, საერთო სურათს ეროვნული ბანკი უფრო კარგად ხედავს, ვიდრე ჩვენ. რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს, მე ვახსენე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა, რომლის შემცირებაც მოხდა და უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან რეფინანსირების განაკვეთზე ეფექტი უფრო გრძელვადიან პერიოდში იძლევა თავის შედეგებს, ამ შემთხვევაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირება უფრო მოკლევადიან პერიოდში აისახება. შედეგად, როდესაც მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა შემცირდა 10-დან 7 % -მდე ეროვნულ ვალუტაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ლარის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება.

- ამ ყველაფერს რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს?

- მხოლოდ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ლარის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობას მკვეთრად ვერ გაზრდის. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ 0,5 %-ით მოხდა შემცირება და ამ დროს საკმაოდ დიდი სხვაობაა იგივე უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხების საპროცენტო განაკვეთსა და ლარში გაცემულ სესხზე საპროცენტო განაკვეთს შორის. ეს სხვაობა თითქმის 8 %-დან არის დაწყებული. დოლარში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდა მოხდა, რაც განაპირობებს, რომ მოსალოდნელია უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთების ზრდა, ასევე ლარში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირება მოხდა, რაც ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას ლარში მკვეთრად გაზრდის, თუმცა ამას რა ეფექტი მოყვება ამის შეფასება ამჟამად რთულია.

თუმცა მე ვთვლი, რომ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ეფექტი ბევრად უფრო დიდი იქნება, ვიდრე იგივე რეფინანსირების განაკვეთის შემცირების. რა თქმა უნდა, საუბარი მოკლევადიან პერიოდზე მაქვს. მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს და ასევე მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა მოხდეს იმ პროგნოზთან შედარებით, რომელიც არსებობდა. მე ველოდები, რომ 3 %-ზე მაღალი იქნება.



18.სექტემბერი.2018 21:00
52

"ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია უსისტემოდ ვითარდება"

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 20:30
255

მთავრობა რთველს აღარ ასუბსიდირებს, თუმცა ყურძნის შესაძენად 30 მილიონს სახელმწიფო კომპანიას აძლევს

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 19:30
66

PMCG: 2015 წლის შემდეგ, FDI უარყოფითი დინამიკით ხასიათდება

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 19:00
951

"ხშირად, ბიზნესმენები ბიზნესში ინვესტირების ნაცვლად, ავტოპარკის გაუმჯობესებით არიან დაკავებული"

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 18:00
82

ვიცემერი მიწისქვეშა პარკინგზე: საჭიროა, უფრო მეტი თანამშრომლობა კერძო სექტორთან

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 15:35
76

აუდიტის განათლების სამინისტროსაგან თანამშრომელთა ოპტიმალური ოდენობის განსაზღვრას მოითხოვს

ვრცლად