08.მაისი.2016 17:11
ბიზნესი

"ფრონტერას" სახელმწიფოსთვის მარაგების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა ამოეწურა

"ფრონტერას" სახელმწიფოსთვის მარაგების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა ამოეწურა
ამერიკულმა კომპანიამ "ფრონტერა", რონელიც საქართველოში 1996 წლიდან ოპერირებს, რამდენიმე თვის წინ ატლანტიკურ საბჭოში, აღმოსავლეთ საქართველოში 5 ტრილიონი კუბური მეტრი გაზის მარაგების არსებობის შესახებ განაცხადა. მწარე ხევის საბადოზე გაზის მსგავსი მოცულობის მარაგების არსებობა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში მაშინ უარყვეს და განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ თავის სალიცენზიო ფართობზე აღმოჩენა გააკეთა, მან აღნიშნულის შესახებ სახელმწიფოს უნდა აცნობოს, თუმცა კომპანიას სახელმწიფოსთვის არ მიუმართავს.
 
"ფრონტერამ" გაზის მარაგების აღმოჩენაზე განცხადება გასულ წლებშიც გააკეთა. კომპანია ამბობდა, რომ საქართველოში 40 მილიონ კუბურ მეტრ გაზზე მეტი მოცულობის მარაგებია, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია კომპანიას არც მაშინ წარუდგენია, რის გამოც ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ "ფრონტერა" დააჯარიმა. სააგენტოში მაშინ განმარტეს, რომ "ფრონტერამ" გაზის მარაგების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენაზე უარი განაცხადა, რის გამოც კომპანია დაჯარიმდა. "ფრონტერამ" ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და კომპანიას მარაგების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა დაავალა. ნავთობისა და გაზის სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტაცია "ფრონტერას" აპრილის ბოლომდე უნდა წარედგინა. რამდენად არსებობს მწარე ხევის საბადოზე გაზის დასახელებული რესურსი და აქვს თუ არა ინვესტორს შესაბამისი არგუმენტები, ინფორმაციითვის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დავუკავშირდით, თუმცა როგორც მათ ოფიციალურად განგვიმარტეს, "ფრონტერას" საკითხზე სააგენტო კომენტარს აღარ გააკეთებს. ინფორმაცია ვერ მივიღეთ ინვესტორი კომპანიის მხრიდანაც, რადგან ამ დროისთვის "ფრონტერას" წარმომადგენლობა საქართველოში არ იმყოფება.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



16.თებერვალი.2019 11:20
1788

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
142

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2326

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
117

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
983

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
853

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად