15.თებერვალი.2016 16:19
ეკონომიკა

"ფრონტერა" კახა კალაძეს წერილით მიმართავს და მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

"ფრონტერა" კახა კალაძეს წერილით მიმართავს და მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
კომპანია "ფრონტერა" კახა კალაძეს წერილით მიმართავს და მას მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც წერილშია აღნიშნული მინისტრის კომენტარი, კომპანიის მიერ კახეთში მარაგების აღმოჩენის თემის შესახებ, არასწორია.
 
"წინამდებარე წერილს გწერთ, რათა შესწორება შევიტანოთ, თქვენს მიერ საჯაროდ 2016 წლის 5 თებერვალს, სატელევიზიო ინტერვიუში გაკეთებულ არასწორ განცხადებებში. თქვენი ინტერვიუ ეხებოდა ატლანტიკურ საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს. თქვენ კომენტარი გააკეთეთ ანგარიშში ასახულ იმ დადებით გამოხმაურებაზე, რომელიც ეხებოდა საქართველოში, კახეთის რეგიონში, ფრონტერას მიმდინარე საძიებო სამუშაოების შედეგად გამოვლენილი ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი რესურსების შეფასებას.

ვინაიდან თქვენ აღჭურვილი ხართ მინისტრის თანამდებობით, რომელიც დიდ საზოგადოებრივი ნდობას განაპირობებს, თქვენი ეს არასწორი განცხადებები უამრავმა საინფორმაციო სააგენტომ და სოციალურმა მედიამ გააშუქა და არაერთგზის გაიმეორა. სწორედ ამიტომ გვსურს, რომ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას გავაცნოთ სწორი ფაქტები საქართველოში ბუნებრივი გაზის მზარდ სექტორში ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ.

თქვენ განაცხადეთ, რომ ისეთ მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც კი არ აქვს, - ეს არ არის სიმართლე. თურქმენეთის ბუნებრივი გაზის დადასტურებული მარაგები შეადგენს 626 ტრილიონ კუბურ ფუტს (17.5 ტრილიონ კუბურ მეტრს). საწყისი პერსპექტიული რესურსების მოცულობა კი თავისთავად გაცილებით დიდია. თურქმენეთის მთავრობა უფრო მაღალ შეფასებას ასახელებს. ორივე შეფასება ბევრად აღემატება კახეთის რეგიონში ფრონტერას მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად შეფასებულ 187 ტრილიონ კუბურ ფუტ (5.31 ტრილიონ კუბურ მეტრ) საწყის პერსპექტიულ რესურსებს.

თქვენ ასევე, განაცხადეთ, რომ ფრონტერას შეფასების დასამტკიცებლად, მილიარდობით ინვესტიციების განხორციელებაა საჭირო, ესეც მცდარი და უბრალოდ არასწორი ინფორმაციაა.

არასწორი განცხადებაა ისიც, რომ ფრონტერასა და სახელმწიფოს შორის არსებული ხელშეკრულებები ყოველწლიურად ახლდება. სახელმწიფოსა და ფრონტერას შორის არსებული ხელშეკრულება არის გრძელვადიანი და არანაირ ყოველწლიურ განახლებას არ საჭიროებს.

ნებით თუ უნებლიედ თქვენმა ინტერვიუმ საზოგადოებაში ეჭვი და გაურკვევლობა გამოიწვია. ვიმედოვნებთ, რომ ეს წერილი სიცხადეს შემოიტანს. საქართველოს ბუნებრივი გაზის სექტორის განვითარებას, დიდი მომავალი აქვს და ფაქტის დაკნინება მხოლოდ ნეგატიური უკუშედეგის მომტანი შეიძლება იყოს", - ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ კომპანიის განცხადებით, საქართველოში აღმოჩენილი გაზის რესურსი დაახლოებით 5 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.



19.სექტემბერი.2018 20:30
70

შემოსავლების სამსახურმა, შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია შექმნას

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 20:00
109

საქართველოს უმსხვლესი საექსპორტო პროდუქცია

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:17
11

საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:15
25

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია ნავთობპროდუქტებია

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 18:17
182

"მთის კურორტების კომპანია" ერთ კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებას მეათედ აფორმებს

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 16:43
1791

"ბრძანება შეიძლება გადაკეთდეს, გაუქმდეს ან სხვა გამოსავალი ვნახოთ"

ვრცლად