05.აპრილი.2016 11:56
ბიზნესი

"ფრონტერამ" მწარე ხევის ტერიტორიაზე, გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის ვადის გაგრძელება ითხოვა

"ფრონტერამ" მწარე ხევის ტერიტორიაზე, გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის ვადის გაგრძელება ითხოვა
ფრონტერამ სახელმწიფო სააგენტოს გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის ვადის გასაგრძელებლად მიმართა. ტრანსპორტირებას ექვემდებარება მწარე ხევის ფართობზე მოპოვებული ბუნებრივი გაზი.
 
როგორც ნავთობისა და გაზის სააგენტოში განმარტავენ, სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს თერმოფლექსის მილსადენს, რომლის სიგრძეა 7716 მეტრი, ხოლო დიამეტრი d=89მმ (გარე დიამეტრი).

„ბუნებრივი აირის წნევა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების შესაბამისად: 12-25 კგ/სმ2. ბოლო 150 მ-იანი მონაკვეთი, რომელიც მიერთებულია სოფ. თულარის სამხრეთით გამავალ d=300მმ-იან "რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალურ გაზსადენზე აშენებულია ფოლადის უნაკერო მილებით d=150მმ.

განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულია ამოსაღები გაზის მარაგი 29.04 მილიონი კუბური მეტრი.

კომპანია ითხოვს ტრანსპორტირების ლიცენზიის ვადის გაგრძელებას პწგხ-ს მოქმედების ვადით (2022 წელი)", - განმარტავენ სააგენტოში.

წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა გაიმართება სააგენტოს ოფისში 13 აპრილს 13.00 საათზე. განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება 2016 წლის 17 აპრილამდე გამოაცხადდება.

2014 წლის 16 აპრილს კომპანიაზე გაიცა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზია, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2 წლით.

შეგახსენებთ, რომ კომპანია საქართველოში 1996 წლიდან ოპერირებს.



16.თებერვალი.2019 11:20
1808

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
148

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2343

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
120

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
986

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
855

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად